GSPSA
 

რატომ ავიყვანოთ თავშესაფრიდან?

 

იმისთვის რომ ნათელი იყოს  რამდენად სასიკეთო საქმეს აკეთებთ, როცა თავშესაფრის ცხოველი აგყავთ,  მოკლედ გავეცნოთ სიტუაციას რომელიც ზოგადად თავშესაფრებში გვხვდება.
თავშესაფარში ცხოველების მოხვედრის მიზეზი, რამდენიმე სამწუხარო ფაქტია. ძირითადად ადამიანები, მათი უპასიხისმგებლობა, გულგრილობა და სისასტიკე. მაგალითად როგორიცაა:

  • პატრონს მობეზრდა, ავადმყოფობის ან სიბერის გამო მიატოვა - ასეთ ცხოველებს ყველაზე მეტად უჭირთ. თავშესაფარში ცხოვრება ზოგადად რთულია, არსებობს დაავადებების მაღალი რისკი, არ არის ძაღლის გასეირნების, მასთან თამაშის ან რაიმე სახით ცხოვრების გახალისების საშუალება. სახლში გაზრდილი ძაღლი ამ ყველაფერს მიჩვეულია და მათთვის თავშესაფარში ცხოვრება განსაკუთრებულად სტრესულია, ხშირად ისეთი დეპრესიულები ხდებიან რომ უარს ამბობენ საკვებზე და წყალზეც რაც მათ დასუსტებას და სიკვდილს იწვევს.
  • დაკარგული ცხოველები - რომელებიც ქუჩაში აღმოჩნდნენ უმეთვალყურეოდ, ეს მათთვის დამღუპველია, არ იციან როგორ გადარჩნენ პატრონის გარეშე, ამიტომ აუცილებელი ხდება თავშესაფარში დაელოდონ  პატრონს გარკვეული დროის განმავლობაში. თუ პატრონი არ გამოჩნდა აუცილებელია მისთვის ახალი პატრონის პოვნა, ვინც იხსნის ოჯახის დაკარგვის სტრესისგან და თავშესაფრის ცხოვრებისგან.
  • ტრავმის გამო, მანქანის დაჯახების ან ადამინების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო - ასეთ შემთხვევაში ცხოველებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იბრძოლონ სიცოცხლისთვის,  ხშირია შემთხვევა როცა კიდურების ამპუტაცია გარდაუვალია, რაც კიდევ უფრო ართულებს ცხოველის მდგომარეობას, უმეტეს შემთხვევაში მათთვის თავშესაფარი ხდება სამუდამო საცხოვრებელი…

GSPSA თავშესაფარი ძირითადად ემსახურება ტრავმირებულ ცხოველებს  (ძაღლს). იმისთვის, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ტრავმირებულ ცხოველს, საჭიროა თავშესაფარი იყოს “სწრაფად გამტარი”, ანუ სწრაფად უნდა ხდებოდეს ცხოველის რეაბილიტაციის შემდეგ მისი თავშესაფრიდან “გაწერა” (გაჩუქება, ბუნებრივ არეალში დაბრუნება) და სხვა ტრავმირემული ცხოველის მიღება, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება. მიღება კი ვერ მოხდება, თუ ცხოველების რაოდენობა ზღვარს გადააჭარბებს. GSPSA-ს თავშესაფარში ზოგჯერ წლობით არიან ისეთი ცხოველები, რომლებსაც “ბუნებრივ არეალში” არ უცხოვრიათ და ისინი უპატრონოდ ქუჩაში ვერ იცხოვრებენ. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა - გაჩუქება.

რატომ უნდა აიყვანოთ ცხოველი თავშესაფრიდან?!

  • ძაღლის აყვანა (ჩუქება) თავშესაფრიდან ნიშნავს ამ ძაღლისთვის პატრონის და სახლის გამოძებნას, თავშესაფარში ადგილის განთავისუფლებას და სხვა ტრავმირებული ძაღლის გადარჩენის შანსს.
  • თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ძაღლი სასურველი ზომის, ფერის და რაც მთავარია ხასიათის მიხედვით.  წინასწარ გეცოდინებათ რამდენად მეგობრულია ბავშვებთან, უცხო ხალხთან თუ სხვა ძაღლებთან. მთავარია იცოდეთ როგორი მეგობარი გჭირდებათ.
  • ზრდასრული ძაღლის ჩუქება, თავიდან აგაცილებთ ყველა იმ თავისტკვილს, რაც ლეკვის ყოლას თან სდევს, როგორიცაა, დახეული ნივთები, დაღრღნილი ავეჯი, დასვრილი იატაკი…
  • მის  თვალებში ყოველთვის წაიკითხავთ რამდენად მადლიერია ის ცხოვრების შეცვლისთვის და რამდენად უყვარხართ. მათი ნაღვლიანი თვალები მომენტალურად იცვლება.10952410_711205125643730_2711965202154262568_n-808x500
  • თუ იჩუქებთ ძაღლს ფიზიკური ნაკლით, ეს მხოლოდ თქვენს მაღალ მორალურ მხარეზე მიუთითებს. არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი ფეხი აქვს, ან რამდენად კარგად შეუძლია სიარული, მთავარია რამდენ სიყვარულს გასცემთ და რამდენი გიბრუნდებათ უკან.
  • კარგ მაგალითს მისცემთ ხალხსაც, ვინმე თუ მოგბაძავთ კიდევ რამდენიმე სიცოცხლე გადარჩება.

საქართველოში, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა თავშესაფრიდან ჩუქების მსურველების რიცხვი. იმდენად მცირე, რომ ჩვენს თავშესაფარში შეგიძლიათ იხილოთ ძაღლი რომელიც 10 წელია ჩუქდება… თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იჩუქეს ძაღლი ფიზიკური ნაკლით, ასეთი კი ბევრია გამომდინარე იქიდან, რომ GSPSA-ს თავშესაფარი ტრავმირებული ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. რამდენჯერმე აუცილებელი გახდა ცხოველების მიღების შეწყვეტა, ცხოველების ჭარბი რაოდენობის და უსახსრობის გამო.

ცხოველი თავშესაფრამდე ადამიანის გულგრილობას მიჰყავს  და ადამიანების კეთილ ნებას ელოდებიან ცხოვრების გასაგრძელებლად...

 GSPSA-ს თავშესაფრის ყოფილი ბინადრები თავიანთ პატრონებთან ერთად

იყავი შემდეგი! 
გასაჩუქებელი ცხოველები GSPSA თავშესაფრიდან

თავშესაფრის დახმარება
თავშესაფრიდან ცხოველის გაჩუქების წესი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram