როი – მეტისი, ხვადი

ჯიში – მეტისი
სახელი – როი
სქესი – ხვადი
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი
დაბადების თარიღი – 2015
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი:  ტრავმა, ტყვია ხერხემალში
თავშესაფარში მიღების თარიღი:   11/04/2018

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  უკანა კიდურების პარეზი, დადის წინა ორი კიდურით, უკანა პარალიზებულ კიდურებში შეიმჩნევა ოდნავი მგრძნობელობა.
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში.

გაჩუქების პირობები:  უმაღლესი მოვლის გარანტიით.

შემოწირულობა

2018 წლის 11 აპრილს GSPSA თავშესაფარში შეყვანილ იქნა ტრავმირებული მეტისი. ძაღლს აქვს უკანა კიდურების პარეზი, რაც გამოწვეულია მალთაშორის არსებული ტყვიებით, ის ადამიანის სისასტიკის კიდევ ერთი მსხვერპლია.

ხანგძლივი რეაბილიტაციის მიუხედავად როი ხეიბარი დარჩა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში. ის საჭიროებს სპეციფიკურ მოვლას, თუმცა როი არ კარგავს იმედს, რომ გამოუჩნდება მზრუნველი პატრონი ვისი ერთგულიც იქნება თავისი სიცოცხლის ბოლომდე.

 

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 11/04/2018

როის ფოტოები სხვადასხვა პერიოდში:

 


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა