ზარბაზანა – ხვადი, მეტისი

ჯიში – მეტისი
სქესი – ხვადი
დაბადების თარიღი – 2018 წ. (სავარაუდო)
იდენტიფიცირება: 

ხასიათი: თვინიერი, მშვიდი, უპრობლემო

ტრავმირებული ძაღლების სახლში მიღების მიზეზი:
მანქანის შეჯახების შედეგად ხერხემლის მძიმე დაზიანება, უკანა კიდურების პარალიზირება 
მიღების თარიღი:
2021 წლის 16 ივნისი 
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
  სამუდამო ხეიბარი, უკანა კიდურების აბსოლიტური პარეზი, ხერხემლის დაზიანება
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

შემოწირულობა

ზარბაზანას  ისტორია:

“ზარბაზანა” – ეს სახელი დაარქვა თბილისის ახლოს რეგიონში მცხოვრებმა ძალიან კეთილმა პიროვნებამ, ბატონმა სოსომ.   ზარბაზანა ქუჩაში ცხოვრობდა, სოსოს შეეჩვია და პატრონად აღიქვა. მაგრამ 2021 წლის ივნისში ზარბაზანას მანქანა დაეჯახა, არც გაუჩერებია. ის ხოხვით მივიდა თავის მზრუნველთან და შველა სთხოვა. ბატონი სოსო უსინათლოა, მხოლოდ ლანდეს ხედავს და ტრავმირებული ძაღლის მოვლა გაუჭირდა.

GSPSA-ს მიერ მოხდა ძაღლის ადგილზე შემოწმება, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ ძაღლს ხერხემალი აქვს დაზიანებული, რამაც გამოიწვია უკანა კიდურების პარეზი, მისი ქუჩაში დატოვება უკვე სიკვდილის ტოლფასი იყო და ზარბაზანა გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს “ტრამვირებულ ძაღლების სახლში” ორგანიზაციის მფლობელობაში  მუდმივი ბინადრობის სტატუსით.

ზარბაზანა ვერასდროს ვერ გაივლის უკანა კიდურებით, ვერ მოხდება ქირურგიული დახმარება, ვერ ირბენს, ვეღარ იქნება გარეთ და მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩება.

ზარბაზანა ძალიან თვინიერი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ძაღლია. ის ადვილად ეგუება სხვა ცხოველებს და ადამიანებს. მან უკვე ამოირჩია GSPSA-ში თავისი მეგობარი ადამიანი და მუდმივად მასთან ყოფნა უნდა.

ზარბაზანა ელოდება “დისტანციურ პატრონს”, რომ უპატრონო არ იყოს და ვინმე მზრუნველობდეს მასზე.

 

________________________________________________________________________________

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/