GSPSA

დუშეთში ჰასკი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს

Friday July 5th, 2019

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2019 წლის 3 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა თანამზრახველთან ერთად ციმბირული ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტებით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ძაღლი გადაყვანილ იქნა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში. თავშესაფრის თანამშრომელთა ცნობით ძაღლს ჩალეწილი აქვს ძვლები და ჭამას ვერასდროს შეძლებს. შესაძლოა საჭირო გახდეს ძაღლის დაძინება.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით ძაღლს სასტიკად კვერცხის ქურდობის გამო გაუსწორდნენ. დამნაშავე და თანამზრახველი ინდეტიფიცირებულია. შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით  დაიწყო საქმის გამოძიებ, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram