სოციალურ ქსელში 2020 წლის 31 მაისს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ცხოველის (ძაღლის) წამება, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია აღნიშნული ცხოველის სიკვდილი. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები სწერენ ვიდეო აიტვირთა TikTok-ზე ვინმე @ruslanibabaevi ანგარიშზე. და ამავე დროს ვიდეო და პირის ანგარიში მაშინვე გაუქმნა, როგორც კი ფეისბუქის სოციალურ ქსელში ადამიანების მხრიდან მოჰყვა ადექვატური რეაგირება. აღნიშნული ვიდეოს შენახვა და ინფორმაციების გამოქვეყნება მოხდა სხვადასხვა პირის მიერ.
ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიერ ხდება ცხოველის წახალისება მეორე ცხოველის მოსაკლავად და ვიდეოს გადაღება.
GSPSA მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოიკვლიოს საქმე და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.