GSPSA

GSPSA-ს საგანგებო პროგრამა "დავეხმაროთ მიუსაფარს"

27 მარტი 2020

GSPSA-ს საგანგებო პროგრამა "დავეხმაროთ მიუსაფარს".

2020 წლის 20 მარტიდან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ დაიწყო საქველმოქმედო, საგანგებო პროგრამა "დავეხმაროთ მიუსაფარს".

პროგრამა მიზნად ისახავს კორონა ვირუს COVID-19-ის კრიზისისა და გლობალური პრობლემების გამო გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარებას და მათი ურთულესი ყოფის შემსუბუქებას. ძირითადად ყურადღება გამახვილდება საქართველოს იმ რეგიონებზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია და საჭიროებს დაუყონებლივ დახმარებას (ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ქვემოთ).

GSPSA თავისი 14 წლიანი არსებობის პერიოდში თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკვებით.  მაგრამ ვინაიდან COVID-19-ის კრიზისმა, შესაბამისად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ კიდევ უფრო მასშტაბურად გაართულა მიუსაფარი ცხოველების ყოფა, ამიტომ საჭიროა მობილიზაცია, უპირველეს ყოვლისა საკვების შეძენისთვის შესაბამისი ფინანსური სახსრების მოზიდვა, შეძენა, საკუთარი  რესურსებიდან  მატერიალური და ფიზიკური საშუალებების გამოყოფა და რეგიონებში  მიუსაფარი ცხოველების ბინადრობის ლოკაციებზე მოხალისეების ჩართულობით მათთვის საკვების მიწოდება.

GSPSA-ს პროგრამა "დაეხმარე მიუსაფარს" ითვალისწინებს:

✔️  მიზნობრივად შემოწირულობების შეგროვებას ორგანიზაციის ანგარიშზე - https://gspsa.org.ge/donate/
✔️  ცხოველების საკვების შეძენას და მიუსაფარი ცხოველებისთვის  მიწოდებას

GSPSA  პროგრამას "დაეხმარე მიუსაფარს" იწყებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). 

 

ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსური დახმარებით. ამ მიზნით თქვენ შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ ორგანიზაციის ანგარიშზე თქვენთვის მისაღები მეთოდით.

გადმორიცხვის დროს მიუთითეთ მიზნობრიობა "პროგრამა დაეხმარე მიუსაფარს"
(შეგიძლიათ მიუთითოთ რეგიონი)

შემოწირულობა

ამ პროგრამის განხორციელების მიზნით GSPSA ხელმძღვანელობს ინსტრუქციით.

------------------------------------------------------

ინფორმაცია ვრცლად:

კორონა ვირუს COVID-19-ის კრიზისმა მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. შესაბამისად, როგორც ადამიანები, ასევე საქართველოში  ქუჩის მიუსაფარი ცხოველები აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში.  ბევრ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რადგან ძირითადი წყაროები საიდანაც შეეძლოთ საკვების მოპოვება დახურულია.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უპატრონო ცხოველია. დედაქალაქში   2015 წლის მონიტორინგით (დათვლით) ერთ კვადრატულ კილომეტრზე 240 მიუსაფარი ცხოველია დაფიქსირებული,  მილიონ ნახევრიან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, რომლის ფართობი შეადგენს 178 კვ.კმ-ს დათვლის შედეგად 43 000 უპატრონო ძაღლია, რაც რეალურად დაახლოებით 70-80 ათასს შეადგენს.  თუ ამ სტატისტიკით ვიმსჯელებთ მთლიანად ქვეყანაში არა ნაკლებ 500 000 უპატრონო ცხოველია, თუ გაცილებით მეტი არა. ეს იმ ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიუსაფარ ცხოველებს მხოლოდ მაქსიმუმ 1% ეხმარება. რეგიონებში კი ეს ციფრი განსაკუთრებით დაბალია. სამწუხაროდ  სულ რამოდენიმე თავშესაფარია საქართველოში, რომლებიც პრაქტიკულად  ამ რაოდენობის ცხოველებისთვის მიზერულ ციფრს წარმოადგენა.

საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მასშტაბით ცხოველთა მოყვარული ადამიანების ჯგუფების მხრიდან უკვე  გამოჩნდა სხვადსხვა ინიციატივა.  მობილიზება და სხვადასხვა ლოკაციებზე ცდილობენ შესაძლებლობის ფარგლებში მიაწოდონ საკვები მიუსაფარ ცხოველებს. უმნიშვნელოვანესია კომპანია ზოომარტის“ ინიციატივა, რომელმაც ცხოველთა მზრუნველებს და ქალაქის მუნიციპალიტეტს გადასცა დიდი რაოდენობის საკვები მიუსაფარი ცხოველებისათვის.

მსგავსი სახის შემოწირულობები და დახმარებები რეგიონებში ბინადარი უსახლკარო ცხოველებისთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია.  საქართველო ისედაც არასდროს არ გამოირჩეოდა ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით, ამ კრიზისამდეც ბევრი ცხოველი იტანჯებოდა და კვდებოდა ელემენტარული უყურადღებობით, დაავადებით. შიმშილით, ადამიანის მხრიდან არასათანადო, არაჰუმანური მოპყრობით და  სისასტიკით.

 

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველებისთვის  ძირითადი გადარჩენის წყარო უცხოელი ტურისტების დახმარება, თანადგომა და ხელშეწყობა იყო. მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ტურიზმი შეჩერებულია, აღარც კვების ობიექტები ფუნქციონირებს, ადამიანები იმყოფებიან იზოლაციაში და ერიდებიან ქუჩაში გამოსვლას,  ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური გაჭირვების ფონზე ცხოველთა მოყვარულ პირებს შეექმნათ დიდი პრობლემა. მიუსაფარი ცხოველების განსაკუთრებული დიდი რაოდენობა გაუსაძლის პირობებში ჩავარდა. პრაქტიკულად აღარ მოიპოვება მათთვის საკვები. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ქუჩაში ოჯახიდან ბევრი გამოგდებული ცხოველია (ძაღლი, კატა), რომლებსაც უფრო დაბალი იმუნიტეტი აქვთ და მათთვის უფრო ძნელია საკვების მოპოვება.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"-GSPSA  იწყებს საგანგებო პროგრამას "დაეხმარე მიუსაფარს", რომლის ფარგლებშიც მოზიდული  შემოწირულობა მიმართული იქნება ქუჩის მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებით უზრუნველყოფისა და გაუსაძლისი მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა:

✔️  მიზნობრივად შემოწირულობების შეგროვება ორგანიზაციის ანგარიშზე - https://gspsa.org.ge/donate/
✔️ იმ რეგიონების (ლოკაციების) დადგენა და შერჩევა, სადაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ მიუსაფარი ცხოველები
✔️ შერჩეულ რეგიონში პასუხისმგებელი პირის დანიშვნა
✔️ შერჩეულ რეგიონში მოხალისეების მოძიება
✔️ საკვებისთვის სასაწყობო ფართის გამონახვა
✔️ საკვების შეძენა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება
✔️ პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით მოხალისეების მიერ საკვების მიწოდება მიუსაფარი ცხოველებისთვის

ორგანიზაცია რეგულარურად გამოაქვეყნებს ინფორმაციებსა და ფოტო-ვიდეო მასალებს საითისა და ფეისბუქის გვერდის საშუალებით.

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

გადმორიცხვის დროს მიუთითეთ მიზნობრიობა "პროგრამა დაეხმარე მიუსაფარს"- (რეგიონის სახელწოდება)

შემოწირულობა

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

GSPSA-ს საგანგებო პროგრამის ფარგლებში "დავეხმაროთ მიუსაფარს" პირველი რეგიონი შეირჩა ქ. ზუგდიდი.

პირველ ეტაპზე ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდზე, ვინაიდან ამ ქალაქში და მის მიმდებარე სოფლებში განსაკუთრებით ბევრი უსახლკარო ძაღლი და კატაა. სამწუხაროდ ზუგდიდის მოსახლეობა დევნის და არაჰუმანურად ეპყრობა მათ.  უჭმელობისგან ბევრი მათგანი დავრდომილია. მათი გადარჩენისათვის აუცილებელია თვითოეული ჩვენთაგანის აქტივობა და დახმარება.

ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ისევე როგორც სხვა რეგიონებში) უსახლკარო ცხოველების რაოდენობა არავის არასდროს არ დაუთვლია, მაგრამ სავარაუდოდ იქ არანაკლებ 30 000 უსახლკარო ცხოველი ბინადრობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა  668 კვ.კმ.  მოსახლეობის რაოდენობა 161 000, ქალაქის მოსახლეობა - 64 000.

GSPSA გაუძღვება შემოწირულობების მოზიდვას საკუთარ ანგარიშზე და კომპანიისკენ მიმართვას, მოზიდული ფინანსებით  საკვების შეძენას, ტრანსპორტირებას და მოხალისეების დახმარებით ყოველდღიურად ცხოველებისთვის საკვების მიწოდების უზრუნველყოფას.

 

ჩვენ ვცდილობთ საკუთარი რესურსებით და თქვენი დახმარებით  პირველ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი საკვები შევიძინოთ და მივაწოდოთ ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველებს. ამჟამად იქ იმყოფება GSPSA-ს ერთ-ერთი წევრი, რომელიც  გაუძღვება კამპანიას „დავეხმაროთ მიუსაფარს“. პროგრამაში ადგილზე ჩაერთვება რამოდენიმე ადგილობრივი მოხალისე.

GSPSA-მ საკუთარი რესურსებით და მეგობრებისგან მიღებული ფინანსური დახმარებით პროგრამის ფარგლებში 28 მარტს შეიძინა 2650.00 ლარის ღირებულების საკვები, რომელიც უკვე დასაწყობებულია ზუგდიდში და მოხალისეების დახმარებით 29 მარტიდან დაიწყება მიუსაფარი ცხოველებისთვის მიწოდება. შეძენილი საკვების რაოდენობა საკმარისია ერთი თვის პერიოდში დაახლოებით ყოველდღიურად 70-80 ძაღლის გამოსაკვებად.

გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეგვიწყოთ ცხოველების გადარჩენისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში.  ეს დაგვეხმარება იმ ცხოველების სიცოცხლის გადარჩენაში,  რომლებსაც ამ რთულ პერიოდში ალბათ ემუქრებათ  შიმშილისგან სიკვდილიც!

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

გადმორიცხვის დროს მიუთითეთ მიზნობრიობა "პროგრამა დაეხმარე მიუსაფარს", ან ზუგდიდის ცხოველებისთვის

შემოწირულობა

GSPSA მადლობას უცხადებს ამ პროგრამაში მონაწილე ქველმოქმედ პირებს, ორგანიზაციის წევრებს, მოხალისეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების ბედი და ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე!

პროექტის წარმატებით დაწყებისა და განხორციელების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სხვა რეგიონის ცხოველებს თქვენი მხარდაჭერით.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram