2016 წლიდან საქართველოში კომპნია “ინვეტის” ქსელში რეალიზაციაშია საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი ძაღლებისთვის და კატებისთვის – GSPSA IVP .
პასპორტის დიზაინი, შინაარსი და მოცულობა დამუშავებულია ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA-ში (www.gspsa.org.ge) და წარმოადგენს ამ ორგანიზაციის ინტელექტუალურ საკუთრებას.
GSPSA პასპორტს საჩუქრად (უსასყიდლოდ) გადასცემს იმ პირებს, რომლებიც აიყვანენ ცხოველს GSPSA-ს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან (ამ შემთხვევაში “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფრიდან, ან ქუჩიდან, თუ არსებობს GSPSA-ს აქტი, ან სხვა დოკუმენტალური მტკიცებულება).
GSPSA -ს საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი – GSPSA IVP შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობსთან და აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს –http://www.rs.ge/4997
დეტალური ინფორმაცია ვეტერინარულ პასპორტზე
GSPSA IVP წარმოადგენს წიგნაკს. შიდა გვერდების რაოდენობა არის 52. პასპორტის ზომა 150X100 mm. ბეჭვდითი ხარისხი – მაღალი პოლიგრაფია.
GSPSA IVP ყდის პირველ გვერდზე განთავსებულია ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA-ს ლოგო, ხოლო წიგნაკის უკანა გვერდზე დაბეჭდილია პანოს ფრაგმენტი, რომელიც წარმოადგენს GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფრის ბინადრების – ძაღლების და კატების თათების ორგინალურ ანაბეჭდებს.
პასპორტის შინაარსი:
- ფოტო
- ინფორმაცია პატრონზე და ცხოველზე
- ცხოველის იდენტიფიცირება და სტატუსი
- რეგისტრაცია
- ინფორმაცია სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ
- ცოფის საწინააღმდეგო აცრა
- სხვა ვაქცინაციები
- დეჰელმენიზაცია
- ვეტერინარული შენიშვნები
- ალერგიული რეაქციები
- დამატებითი ინფორმაცია – შეჯვარება
- ინფორმაცია ახალ პატრონზე
- საკონტროლო რეგისტრაცია
- სასარგებლო ინფორმაცია
ახალი პასპორტის უპირატესობები სხვა ვეტერინარულ პასპორტებთან:
- პასპორტის ყდის შიდა გვერდზე არის სარჩევი, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს გაეცნოს შემადგენლობას და ადვილად იპოვნოს შესაბამისი ინფორმაცია;
- თვითოეული პასპორტი დანომრილია თანმიმდევრობით, რაც საშუალებას აძლევს ვეტერინარულ კლინიკას პასპორტის ინფორმაციის ბაზის შესაქმნელად. ნომერაცია ასევე გამორიცხავს ფალსიფიცირებას და ყალბი პასპორტის დამზადებას;
- პასპორტში არის ცხოველის 2 ფოტოსურათის ადგილი, ვინაიდან ცხოველის რეგისტრაცია სავალდებულოა ერთი თვის ასაკიდან. შესაბამისად თავდაპირველად ჩაიკვრება პასპორტში ლეკვის/კნუტის ფოტო, ხოლო შემდგომ როდესაც ცხოველს შეუსრულდება ზრდასრული ასაკი ჩაიკვრება უკვე ზრდასრული ცხოველის ფოტო;
- სრულად არის პატრონზე ინფორმაციის ფორმა (გვ.3). გარდა ამისა პატრონის შეცვლის შემთხვევაში არის დამატებითი გვერდები (36,37), სადაც ახალი პატრონზე განთავსდება ინფორმაცია და აღარ იქნება საჭირო სხვა პასპორტის გაცემა;
- სიახლე არის პასპორტში ცხოველის სტატუსის აღმნიშვნელი ინფორმაციაზე (მე-4 გვ), სადაც აღინიშნება ცხოველი მიკედლებულია, თუ პატრონიანი. აუცილებელია მიკედლებულ ცხოველსაც გააჩნდეს პასპორტი და ის უნდა ინახებოდეს მიმკედლებელთან. ასევე სრული ინფორმაციაა ამავე გვერდზე ცხოველის იდენტიფიცირების შესახებ (ჩიპი, ტატუირება და ყურსამაგრი);
- ვეტერინარული კლინიკის ინფორმაციაში დავამატეთ საინდეფიკაციო კოდი, რაც იძლევა საშუალებას ამ კლინიკაზე მივიღოთ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რაც ზოგჯერ აუცილებლობას წარმოადგენს (მისამართი, დამფუძნებლები, დირექტორი და ა.შ)
- სიახლეა და ყველაზე მნიშვნელოვანი „ინფორმაცია სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“, ანუ ცხოველის სახელმწიფო (მუნიციპალური) რეგისტრაციის შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N 7-28 04.2015 წლის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ სავალდებულოა ძაღლებისა და კატების რეგისტრაცია. ახალ ვეტერინარულ პასპორტში არის შესაბამისი ფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა ვეტერინარმა, ან სხვა რეგისტრატორმა მოახდინოს ცხოველის სახელმწიფო რეგისტრაცია და ინფორმაციის განთავსება. გარდა ამისა რეგისტრაციების მოწმობები გაიცა ისეთ ცხოველებზე, რომლებსაც არ აქვთ ვეტერინარული წიგნაკებიც და საერთოდ არ არიან რეგისტრირებული ვეტერინარულ დაწესებულებებში. ვეტერინარულ ახალ პასპორტში კი ამ ფორმის შევსება უკვე სავალდებულო გახდება. ამავე დროს თუ კონკრეტულ ვეტერინარულ ს არ აქვს ლიცენზია რეგისტრაციაზე, რეგისტრაცია შეუძლია გაატაროს პატრონმა სხვა ორგანიზაციაში და ამ პასპორტში მოხდეს რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის ჩაწერა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ეს პროცესი უფრო გამარტივებულია და უკვე ვეტერინარულ პასპორტშიდაც სჩანს, ცხოველი არის თუ არა რეგისტრირებული და ვის მიერ. საკონტროლო რეგისტრაციის ფორმები არის ამავე პასპორტში ( 38-43 გვ). მომავალში საქართველოს სხვა ქალაქებში და რაიონებში დაიწყება რეგისტრაციები და ამ პასპორტის შემთხვევაში გაადვილდება რეგისტრაციის პროცესი (აღარ იქნება საჭირო დამატებითი დოკუმენტის დაბეჭვდა და მისი დარიგებები). სასურველია, რომ თავშესაფრიდან ძაღლის გაჩუქების ან მიკედლების შემთხვევაში უნდა შეივსოს ეს ვეტერინარული წიგნაკი, მოხდეს ცხოველის რეგისტრაცია და წიგნაკი უნდა გადაეცეს ახალ პატრონს ან მიმკედლებელს.
- პასპორტში არის სასარგებლო ინფორმაციები – განმარტებები, პატრონის მოვალეობები, ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია და სხვა ინფორმაციები. ვინაიდან პასპორტი გამოცემულია ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის სახელით და ლოგოთი აქცენტი გაკეთებულია ცხოველთა დაცვის კუთხით.
პასპორტის მოთხოვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ www.gspsa.org.ge info@gspsa.org.ge