თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი შეიქმნა 2003 წელს. თავშესაფრის შექმნის აუცილებლობა განაპირობა საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმესმა მდგომარეობამ. ამ პერიოდში უპატრონო ქუჩის ცხოველების საკითხს წყვეტდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, შემდგომ კი კეთილმოწყობის სამსახური. არ არსებობდა არც თავშესაფარი და არც რაიმე ჰუმანური პროგრამა უპატრონო ცხოველების პოპულაციის სამართავად. ამ სამსახურების და კონტრაქტორების უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ცხოველთა განადგურება სასტიკი მეთოდებით, რაც იმის გარდა რომ სისასტიკე იყო, ამავდროულად ვერანაირად ვერ არეგულირებდა უპატრონო ცხოველების პოპულაციას. არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით 2006 წელს გადაწყდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება. ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA. ცხოველთა თავშესაფარი გახდა GSPSA-ს სტრუქტურული ერთეული.
ცხოველთა თავშესაფარში ძირითადად მიიღება ტრავმირებული უპატრონო ცხოველები. ამ წლების მანძილზე თავშესაფარმა მიიღო 1500-ზე მეტი ცხოველი (ძაღლი და კატა), მათ გაეწიათ შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება და მზრუნველობა. მათი უმეტესობა გაჩუქდა მზრუნველ ადამიანებზე. თავშესაფარი უზრუნველყოფს ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებას და ვაქცინაციას.
თავშესაფრიდან ჯანმრთელი ცხოველები დაექვემდებარენ გაჩუქებას და მიკედლებულ ადგილზე დაბრუნებას, რაც მკაცრად კონტროლირდება. თავშესაფარმა შეიფარა აგრეთვე ბევრი დაკარული და ქუჩაში გამოგდებული ძაღლი, აქედან ნაწილი დაუბრუნა მფლობელს, ხოლო ძველი მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში, მათ საზოგადოების წევრების მიერ, გამოეძებნა ახალი მფლობელი.
2013 წელს მოხდა თავშესაფრის კეთილმოწყობა “ბრიჟიტ ბარდოს ფონდის” ხელშეწყობით და დაფინანსებით.
კეთილმოწყობილი თავშესაფარი. იხილეთ ფოტოები Facebook-ზე.
GSPSA მუდმივად აქვეყნებს თავშესაფარში ბინადარი ცხოველების ინფორმაციას მათი გაჩუქების მიზნით. იხილეთ გასაჩუქებელი ცხოველების ჩამონათვალი ამ ბმულზე.
2012-2013 წლებში „ბრიჯიტ ბარდოს ფონდის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით GSPSA-მ დაიწყო სტერილიზაციის პროგრამა.
დამატებითი ინფორმაცია:
Géorgie… Urgence stérilisation !
G S P S A- ქუჩის ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა
2014 და 2015 წლებში თავშესაფარმა, როგორც ადრეულ წლებში გააგრძელა მუშაობა ტრავმირებული ქუჩის ცხოველების რეაბილიტაციაზე, ვეტერინარულ მომსახურებაზე და მათ გაჩუქებაზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე თავშესაფარში მიღებულია 100-ზე მეტი უპატრონო ცხოველი. მათ შორის გარკვეული რაოდენობა გადმოყვანილია თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან პოსტოპერაციული პერიოდის, ვეტერინარული ზედამხედველობის და შემდგომი პროცედურების გასავლელად.
2018 წლიდან თავშესაფარში ამოქმედდა “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში პირის მიერ შერჩეული ძაღლის დისტანციურ მეურვეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხდება კონკრეტული ძაღლის ოფიციალური „დისტანციური პატრონი”.
2020 წლის 1 მარტიდან თავშესაფარში ბინადარი ცხოველები GSPSA-მ მფლობელობაში (საკუთრებაში) დაარეგისტრირდა. თავშესაფარმა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ამ თარიღიდან გაურკვეველი დროით შეაჩერა ფუნქციონირება.
თავშესაფრში ცხოველთა ბრუნვის სტატისტიკური მონაცემები 2018 წელი
თავშესაფარში ცხოველთა ბრუნვის სტატისტიკური მონაცემები 2019 წელი
სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი ცნობიერების, უპატრონო ქუჩის ცხოველებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მძიმე მდგონმარეობის გამო რეალურად ძალიან მცირეა თანხობრივი შემოწირულობების მიღება ცხოველების დასახმარებლად. ორგანიზაციის მენეჯმენტი მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, რომ გაიზარდოს ორგანიზაციის შემოსავლები და პირველ რიგში ავაშენოთ ახალი და თანამედროვე თავშესაფარი.
ფინანსური დახმარება – ფინანსური შემოწირულობის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ GSPSA-ს ოფიციალურ საბანკო ანგარიშებზე ან გამოიყენოთ ალტერნატიული გზები.
GSPSA-ს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/gspsa.org.ge/
იყავით გულმოწყალენი! დაეხმარეთ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფრის ბინადრებს! გაუწიეთ მფარველობა და გამოუძებნეთ მათ მფლობელები და მზრუნველები.