GSPSA-ს აქცია ცხოველთა სასტიკი მოპყრობის კანონის გამკაცრების მოთხოვნით – “მსოფლიოს ცხოველთა დღე” – 04.10.2017

2017 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ინიციატივით  ჩატარდა აქცია, საერთაშორისო  „მსოფლიოს ცხოველთა დღის“ (Worls Animal Day) აღსანიშნად.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შესაბამისი კანონების არარსებობის და არასრულყოფილების გამო, განსაკუთრებით ხშირია ცხოველისადმი სისასტიკე, არსებული კანონები არ იძლევა უკიდურესი სისასტიკის ჩამდენი პირების შესაბამისად დასჯის საშუალებას,  აქციის მთავარი მიზანი და მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის სახელზე, საქართველოს სისხლის სამათლის კოდექსის 259-ე მუხლის – ” ცხოველისადმი სასტიკი ქმედება” გამკარცება იყო. აქციაზე  წარმოდგენილ იქნა GSPSA-ს პეტიცია.  აქციის მონაწილეების მიერ შეგროვდა  ხელმოწერები.

 

 

ყოველწლიურად, ამ დღეს, ცხოველთა დამცველები მრავალ ქვეყანაში აღნიშნავნ (https://www.worldanimalday.org.uk/).  საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ აღინიშნა.

გადაწყვეტილება “მსოფლიოს ცხოველთა დღის” აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში. თარიღი – 4 ოქტომბერი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკე წმინდანის ფრანცისკ ასსიზელის გარდაცვალების დღე (Feast Day of St Francis of Assisi, 1181/1182 — 4 ოქტომბერი 1226). ფრანცისკ ასსიზელი ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად. საქართველოში ეს დღე აღინიშნა პირველად 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ.

პეტიცია გაგზავნილია საქართველოს პარლამენტში.
იხილეთ:
პეტიცია სისხლის სამარლის კოდექსის 259-ე მუხლის გამკაცრების მოთხოვნით – 2017

This slideshow requires JavaScript.