იმისთვის რომ ნათელი იყოს რამდენად სასიკეთო საქმეს აკეთებთ, როცა თავშესაფრის ცხოველი აგყავთ, მოკლედ გავეცნოთ სიტუაციას რომელიც ზოგადად თავშესაფრებში გვხვდება.
თავშესაფარში ცხოველების მოხვედრის მიზეზი, რამდენიმე სამწუხარო ფაქტი, ხდება. ძირითადად ადამიანები, მათი უპასიხისმგებლობა, გულგრილობა და სისასტიკე. მაგალითად როგორიცაა
თავშესაფარში ცხოვრება ზოგადად რთულია, არსებობს დაავადებების მაღალი რისკი, არ არის ძაღლის გასეირნების, მასთან თამაშის ან რაიმე სახით ცხოვრების გახალისების საშუალება. სახლში გაზრდილი ძაღლი ამ ყველაფერს მიჩვეულია და მათთვის თავშესაფარში ცხოვრება განსაკუთრებულად სტრესულია, ხშირად ისეთი დეპრესიულები ხდებიან რომ უარს ამბობენ საკვებზე და წყალზეც რაც მათ დასუსტებას და სიკვდილს იწვევს.GSPSA თავშესაფარი ძირითადად ემსახურება ტრავმირებულ ცხოველებს და იტევს მაქსიმუმ 40 ძაღლს. იმისთვის, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ტრავმირებულ ცხოველს, საჭიროა თავშესაფარი იყოს “სწრაფად გამტარი” ანუ სწრაფად უნდა ხდებოდეს ცხოველის რეაბილიტაციის შემდეგ მის
ი თავშესაფრიდან “გაწერა” (გაჩუქება, ბუნებრივ არეალში დაბრუნება) და ახალი ტრავმირემული ცხოველის მიღება, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება. მიღება კი ვერ მოხდება თუ ცხოველების რაოდენობა ზღვარს გადააჭარბებს. ჩვენს თავშესაფარში ზოგჯერ წლობით არიან ისეთი ცხოველები რომლებსაც “ბუნებრივ არეალში” გადარჩენა არ იციან, არ შეუძლიათ. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა - გაჩუქება.
რატომ უნდა აიყვანოთ ცხოველი თავშესაფრიდან?!

საქართველოში, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა თავშესაფრიდან ჩუქების მსურველების რიცხვი. იმდენად მცირე, რომ ჩვენს თავშესაფარში შეგიძლიათ იხილოთ ძაღლი რომელიც 10 წელია ჩუქდება… თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იჩუქეს ძაღლი ფიზიკური ნაკლით, ასეთი კი ბევრია გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი თავშესაფარი ტრავმირებული ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. რამდენჯერმე აუცილებელი გახდა ცხოველების მიღების შეწყვეტა, ცხოველების ჭარბი რაოდენობის და უსახსრობის გამო.
ცხოველი თავშესაფრამდე ადამიანის გულგრილობას მიჰყავს და ადამიანების კეთილ ნებას ელოდებიან ცხოვრების გასაგრძელებლად...
ჩვენი თავშესაფრის ყოფილი ბინადრები, ოჯახთან ერთად 
იყავი შემდეგი!
გასაჩუქებელი ცხოველები GSPSA თავშესაფრიდან