
სახელი: ლაქი
ჯიში: მეტისი
სქესი: ძუ
დაბადების თარიღი: ივლისი, 2023 (სავარაუდო)
იდენტიფიკატორი: 963002000063286
ხასიათი: ხალისიანი, მეგობრული, უპრობლემო.
მიღების მიზეზი: ლეკვი სოფელში ტრასაზე გადაგდებული იყო პოლიეთილენის პარკით და იყო უსუსურ მდგომარეობაში.
მიღების თარიღი: 25 ივლისი, 2023 - ცხოველების სოფელი "რიჩი".
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, ვაქცინირებული, სტერილიზირებული
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში, მზად გაჩუქებისთვის, ჰყავს "დისტანციური პატრონი".
გაჩუქების პირობები: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მფლობელი ცხოველს მაღალი დონის ცხოვრების პირობებს შესთავაზებს. ძაღლი მიჩვეულია გარეთ ცხოვრებას. სასურველია კერძო სახლი ეზოთი. გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად იცხოვრებს მეგობარი ძაღლი.
ჩვენი ორგანიზაციის წევრების მიერ 2023 წლის ივლისში საავტომობილო გზაზე წყაროსთან აღმოჩენილი იქნა ლეკვი, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გაკოჭილ მდგომარეობაში დაგდებული.
ორგანიზაციის წევრების მიერ ლეკვი გადმოყვანილი იქნა ცხოველების სოფელში და მას გაეწია ყველა საჭირო მომსახურება.


GSPSA-ს გადაწყვეტილებით ლეკვი გახდა ცხოველების სოფელი "რიჩი"-ს მუდმივი ბინადარი. მას სოფელში ჰყავს უამრავი მეგობარი ძაღლი.
"ლაქი" არის ძალიან ხალისიანი, მოუსვენარი, მხიარული, მეგობრული და ჭკვიანი ძაღლი.
ძალიან სასიამოვნო არის, რომ 2023 წლის 13 ოქტომბერს, ცხოველების სოფელ "რიჩი"-ს ესტუმრნენ სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi-ს წარმომადგენლები. Hilton Garden Inn Tbilisi გახდა "ლაქი"-ს დისტანციური პატრონი. "ლაქი"-ეს სახელი სწორედ სასტუმროს წარმომადგენლებმა დაარქვეს.
დეტალურ ინფორემაციას გაეცანით აქ:
GSPSA-ს ცხოველების სოფელს Hilton Garden Inn-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა
თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს: