GSPSA

"ბობიკა" - მეტისი, ძუ

31 ოქტომბერი 2016

bobika2ჯიში – მეტისი
სახელი – ბობიკა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება:   ყურსამაგრი N 01743

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, აქტიური, ერთგული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით, არ იცის უცხოობა.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი
თავშესაფარში მიღების თარიღი:
4.05.2016  
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული. (19.02.2018)

სტატუსი:  უპატრონო
გაჩუქების პირობები:
გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

შემოწირულობა

ბობიკას ფოტოები თავშესაფარში.
ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას - 4.05.2016

14124516_1022487964533238_9131417699206021910_o 14066333_1022488054533229_4010970218106891094_o-1

ბობიკა  2016 წლის 04 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდ. მე-2 მიკრორაიონში, მიკედლებული ძაღლის დასახმარებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბრუნდა ტრავმირებული და დასისხლიანებული. GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი რამოდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კუდურები, მარცხენა ფეხიდან მოდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. იმის ვარაუდით, რომ ძაღლს ჰქონდა მოტეხილობა, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას გადაუღეს რენტგზენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა მოხვედრილი აქვს წინა კიდურებში და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, სროლა განხორციელდა ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან. GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა. GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება. ძაღლი გადმოყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში.


ფოტოები - 2017 წელი

14063795_1020167508098617_7543535726225074969_n 14068314_1020167924765242_4775857687290147758_n

 

ინფორმაცია და ფოტოები ბობიკას თავშესაფარში შემოყვანის თაობაზე:

https://www.facebook.com/pg/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=1022487944533240

თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

 

 თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram