GSPSA

"მეგალაინში" ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება GSPSA-ს თავშესაფრის დახმარების მიზნით

25 აპრილი 2017

2017 წლის 22 და 23 აპრილს  სავაჭრო ცენტრმა "მეგალაინმა” ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიება საქველმოქმედო მისიით  ჩატარდა და „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენს საზოგადოების“ – GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფრის დახმარებას ისახავდა მიზნად.

 

 

ღონისძიებაზე პირველ დღეს GSPSA-ს წევრებისა და ორგანიზაციის მოხალისეების მიერ გასაჩუქებლად გამოყვანილნი იქნენ ქუჩის უპატრონო ცხოველები - ლეკვები და კნუტები. ორგანიზატორის მიერ ჩატარდა გაწვრთნილი ჯიშიანი ძაღლების საჩვენებელი შოუ.

  

აღსანიშნავია, რომ ამ უპატრონო ცხოველების დახმარების მიზნით საქართველოში პირველად ჩატარდა ამ სახის ღონისძიება, რაც უპირველეს ყოვლისა  ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობებში მაქსიმალური შესაძლებელი დინამიკური წონასწორობის ჩამოყალიბებას და ამ ურთიერთობათა ჰუმანიზაციის მიზანს ემსახურება.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენს საზოგადოება“ მადლობას უცხადებს სავაჭრო ცენტრის „მეგალაინის“ ადმინისტრაციას და უპირველეს ყოვლისა მარკეტინგის მენეჯერს ქალბატონ ელენა ტალანოვას.

ფოტოგალერეა - ცხოველების გაჩუქების აქცია "მეგალაინში"

ხელნაკეთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა "მეგალაინში"

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram