2017 წლის 29 ოქტომბერს ბუკიას ბაღში ჩატარდა ცხოველების გაჩუქების აქცია. ღონისძიება გაიმართა თავშესაფრიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქების მიზნით. აქციიდან გაჩუქდა 5 ლეკვი. დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწიათ კონსულტაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.