როდესაც 2019 წლის თებერვალში საქართველოში სტაჟირების გავლის შემდეგ დავფიქრდი, რომ ცხოველებისადმი სისასტიკისა და კეთილდღეობის არარსებობის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, მას მერე ფიქრი ვერ შევწყვიტე. რამდენადაც მე ვტკბები ქვეყნით, კულტურითა და ხალხით, იმ გარემოებებში, სადაც მრავალი დაუცველი ცხოველი ბინადრობს ქვეყანაში, ამის უმოქმედოდ ყურება აუტანელია.
ჩემი საქართველოში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში, კახეთში გაყინული, შიმშილისგან სიკვდილის პირას მყოფი ლეკვების დახმარებას ვცდილობდი, მინდოდა დამეჯერებინა რომ მაწანწალა ძაღლებს მანქანები მაინც არ ურტყამდნენ და იქვე არ ტოვებდნენ ტანჯვით სასიკვდილოდ, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა იყო. როდესაც სახლს ვტოვებდი, დავდიოდი სუპერმარკეტებში და ვყიდულობდი საკვებს, რომ სინდისი ცოტათი მაინც დამეწყნარებინა იმაზე ფიქრით, რომ რამდენიმე მათგანი მაინც დაპურდა და უმოქმედოდ არ ვიყავი. რეგიონებში, შიმშილისგან ჩონჩხებივით ქცეული ძაღლები ადგილობრივი მაღაზიების გარეთ, განსაკუთრებულად მძიმე სანახავი იყო. როცა ვხედავდი არავის არ უჩნდებოდა სურვილი ერთი ლუკმა მიეწოდებინა მათთვის. მაწანწალა ცხოველების მკვეთრმა რაოდენობამ და მათმა გაუსაძლისმა ყოფამ მაიძულა ბევრჯერ დავფიქრებულიყავი საქართველოში ჩემ მოგზაურობაზე.
სასოწარკვეთილი მცდელობისას გადავწყვიტე, რომ ქვეყანას ვერ დავტოვებდი ამ კოშმარული სიტუაციების შეცვალში მონაწილეობის მიღების გარეშე. როგორც ყოველთვის მოვიშველიე Google, რომ მეპოვა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე და შევძლებდი მათთან თანამშრომლობას. კარგი მიმოხილვის, მაღალი რეიტინგის და საერთაშორისო სანდოობის გამო, შევარჩიე GSPSA – „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“. აპრილის წვიმიან შაბათს მე ვეწვიე ორგანიზაციას და შემდგომ მოვინახულე GSPSA-ს ტრავმირებული ძაღლების თავშესაფრის , რამაც შეცვალა ჩემი ცხოვრება მრავალი გზით. დღესდღეობით მე ვარ ამ შესანიშნავი ორგანიზაციის ამაყი წევრი და დიდი ძალისხმევით ვცდილობ, საქართველოში ცხოველთა ყოფის უკეთესობისკენ შეცვლის პროცესების მონაწილე ვიყო. მე ასევე ამ თავშესაფარში შევხვდი ჩემ მომავალ სამფეხა მეგობარ ‘ბელკას’, რომელთანაც დავამყარე განსაკუთებული ემოციური კავშირი და მიჭირს მოთმენა რამდენიმე თვის სანამ ისე ჩემთან შვედეთში გამოემგზავრება. ყველას ვურჩევ საქართველოში ვიზიტის დროს ეწვიონ თავშესაფრებს და თუ შესაძლებლობა და სურვილი გააჩნიათ გადაარჩინონ სიცოცხლე, აჩუქონ სამუდამო მზრუნველი ოჯახი, რომელსაც წლობით ელიან. ბელკას თავშესაფარში მოხვედრამდე რთული წარსული აქვს გამოვლილი, მაგრამ თავშესაფარში ის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. განსაკუთრებულად მომეწონა, რომ GSPSA-ს თავშესაფარში ძაღლები არ ჰყავთ გამოკეტილი გისოსებში, ისინი მაქსიმალურად თავისუფლად და განსაკუთრებული მოვლის პირობებში იმყოფებიან. ორგანიზაციის იდეოლოგია ეწინააღმდეგება ცხოველების ვოლიერებში გამოკეტვას და მაქსიმალურად ცდილობენ დაავიწყონ იქ მყოფ ცხოველებს ფიზიკური და მენტალური ტრავმები, რაც წარსულში აქვთ გადატანილი.
თუმცა, GSPSA ბევრად მეტია, ვიდრე ძაღლების თავშესაფარი. გარდა მათ თავშესაფარში 52 ტრავმირებული ძაღლისა, ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ ქუჩის ცხოველების ყველაზე საშინელი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ასევე საქართველოში ცხოველთა კეთილდღეობის არსებული და ახალი სამართლებრივი ჩარჩოების განხილვაზე, რადგან ეს ყოველთვის არ ეძებს იმას, რაც ცხოველებისთვის უკეთესია. ქვეყანაში. მაგალითად, კანონები, რომლებიც მოიცავს ჯარიმებს ცხოველის სისასტიკესთან დაკავშირებით, სასაცილოც კია, მაგრამ მაინც არ გამოიყენება.
რაც შეეხება საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების უმეტესობას, დაფინანსების არარსებობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რადგან არ არსებობს საშინაო დაფინანსების შესაძლებლობა. აპრილის თვეში ჩემი პირველი ვიზიტიდან თავშესაფრის ფინანსური მხარდაჭერისთვის წამოვიწყე კამპანია, საიდანაც მიღებულ თანხას ვრიცხავ ორგანიზაციაში. მე ასევე ვარ თავშესაფრის ერთ-ერთი ბინადრის “ანანოს” მეურვე (დისტანციური პატრონი), რაც მშვენიერი შესაძლებლობაა ძაღლის აყვანის პირობების არარსებობისას შენი წილი სიკეთე გასწიო მისი ცხოვრების უზრუნველყოფით, შესაძლებლობის შემთხვევაში მიხვიდე და დრო გაატარო მასთან, გაასეირნო თავშესაფრის გარეთა ტერიტორიაზე.
ზოგჯერ ამ ყველაფერის შეცვლის პროცესში უიმედობა იგრძნობა, პროცესები იმდენად რთულია თითქოს აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ დაჟინება მთავარი დეტალია ამ საკითხში და მე ვიცი, რომ GSPSA– მა მიაღწია გარკვეულ მასობრივ ცვლილებებს დაარსების დღიდან 17 წლის განმავლობაში. მე ვიცი, რამდენად დიდი დრო სჭირდება ცვლილებების შექმნას ყველგან არამარტო საქართველოში. არ არის მარტივი შეცვალო არსებული განათლების და ცნობიერების დონე ცხოველთა კეთილდღეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ ჩემ ძლიერ სურვილში თუ, რამდენიც მინდა, რომ ამ ცვლილების განხორციელების ნაწილი ვიყო!
GSPSA შედგება შეკრული თანამშრომლების გუნდისგან, რომლებსაც აერთიანებთ თავდაუზოგავი სიყვარული ცხოველებისადმი და ასევე მოხალისეების არც ისე დიდი ჯგუფისგან, რომლებიც დღე და ღამით მუშაობენ სამაშველო მისიებზე, მიდიან თბილისში ტყეებში მიტოვებული ძაღლების დასახსნელად, ეხმარებიან იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებული ან ავადმყოფი მაწანწალა ცხოველები იპოვნეს მედიკამენტებით, ტრანსპორტირებით, საკვებით. აგრეთვე ცდილობენ განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაში მყოფი ცხოველებისთვის გამოათავისუფლონ ადგილი თავშესაფარში, რასაც ართულებს ის, რომ თავშესაფრიდან ცხოველის აყვანის მაჩვენებელი ძალინ დაბალია საქართველოში. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ GSPSA-ს სამუშაო არეალი არ შემოიფარგლება, მხოლოდ შინაური ცხოველების დაცვით, მათ ძალიან დიდი მისია გასწიეს წლების განმავლობაში ტყვეობაში მყოფი გარეული ცხოველების დასახსნელად.
მარტივია იფიქრო, რომ „ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა“, „ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს“ „თუ მე თანხას გავიღებ ქველმოქმედებისთვის ის მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯება“, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ასე არ არის. თქვენი ნებისმიერი სახის ჩართულობა იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, GSPSA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიმართული იქნება ცვლილებების შესაქმნელად, როგორც ცხოველებისთვის, ასევე ამ საქმეში ჩართული პირებისთვის. ეს ყველაფერი მიგვიყვანს ისეთ საქართველომდე, რომელსაც ცხოველების სისასტიკის ნაკლები შემთხვევები ექნება, ადამიანები ცხოველებს, როგორც ნივთებს აღარ შეხედავენ და ამაღლდება საზოგადოების ცნობიერების დონე თუ, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველების კეთილდღეობა და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
Tillsammans kan vi flytta berg (შვედურად – ჩვენ შეგვიძლია მთების გადაადგილება)!
მარია პეტერსონი – GSPSA-ს წევრი და მოხალისე
ფოტოგალერეა მარიას საქართველოში ყოფნის მოხალისეობის პერიოდიდან.