ჯიში – მეტისი
სახელი – ბობიკა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება: ყურსამაგრი N 01743
ხასიათი: თვინიერი, მხიარული, აქტიური, ერთგული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით, არ იცის უცხოობა.
თავშესაფარში მიღების მიზეზი: ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი
თავშესაფარში მიღების თარიღი: 4.05.2016
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული. (19.02.2018)
სტატუსი: უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.
ბობიკას ფოტოები თავშესაფარში.
ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 4.05.2016
ბობიკა 2016 წლის 04 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდ. მე-2 მიკრორაიონში, მიკედლებული ძაღლის დასახმარებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბრუნდა ტრავმირებული და დასისხლიანებული. GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი რამოდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კუდურები, მარცხენა ფეხიდან მოდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. იმის ვარაუდით, რომ ძაღლს ჰქონდა მოტეხილობა, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას გადაუღეს რენტგზენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა მოხვედრილი აქვს წინა კიდურებში და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, სროლა განხორციელდა ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან. GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა. GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება. ძაღლი გადმოყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში.
ფოტოები – 2017 წელი
ინფორმაცია და ფოტოები ბობიკას თავშესაფარში შემოყვანის თაობაზე:
https://www.facebook.com/pg/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=1022487944533240
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/
დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
კონტაქტი: http://gspsa.org.ge/contact/