კარფურა, მეტისი, ძუ

ჯიში – მეტისი
სქესი – ძუ
დაბადების თარიღი – 2016 წ. (სავარაუდო)
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი

ხასიათი: თვინიერი, მშვიდი, უპრობლემო

თავშესაფარში მიღების მიზეზი: წინა თათის ტრავმა 
თავშესაფარში მიღების თარიღი:
2020 წლის 12 სექტემბერი
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი (17.02.2021 მდგომარეობით)
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

შემოწირულობა

კარფურას ისტორია:

“კარფურა” წლების განმავლობაში “ისთ-ფოინთის” “კარფურის” ტერიტორიაზე ბინადრობდა. მას ერჩოდა, როგორც მოსახლეობა, ასევე იქაური ძაღლები. რამდენჯერმე მოხვდა “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მუნიციპალურ თავშესაფარში მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სავარაუდოდ ადამიანისგან იყო მიყენებული. 2020 წლის შემოდგომაზე “კარფურას” მარჯვენა წინა თათზე გადაუარა მანქანამ, რამაც მარჯვენა წინა თათის მოტეხილობა გამოიწვია. ტრავმისა და პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო გადაადგილება და საკვების მოპოვება. ვინაიდან “კარფურა” ოფიციალურად მიკედლებული იყო GSPSA-ს “ტრამვირებულ ძაღლების სახლს” და მასზე მზრუნველობას და ვეტერინარულ მომსახურებას ახორციელებლდა GSPSA მოხდა ძაღლის “ტრამვირებული ძაღლების სახლში” გადაყვანა.

GSPSA-ს “ტრავმირებული ძაღლების სახლმა” უზრუნველყო კარფურას სრული გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პერიოდი. დღევანდელი მდგომარეობით, ძაღლი სრულად ჯანმრთელია.

________________________________________________________________________________

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

 

 

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/