მოითხოვე ჯანსაღი და თანაგრძნობადი კვების სისტემა #foodrevolution

კლიმატის ცვლილება შორეულ პრობლემად გვეჩვენება და ჩვენც ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. თითქმის არავინ არ უფიქრდება იმას რომ მიმდინარე პანდემია, კლიმატის ცვლა და ბიომრავალფეროვნების კარგვა არის იმის პირდაპირი შედეგი თუ როგორ ვექცევით ბუნებას.

ამ მომენტისთვის მთელი ყურადღება გამახვილებულია არსებული პრობლემის Covid-19-ის ვირუსისგან განკურნებაზე. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ მის გამომწვევ მიზეზებზე და ვებრძოლოთ მათ.  ამისთვის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ინფექციური დაავადებების წარმოქმნის რისკს და გავრცელებას.

მსოფლიოში ცნობილმა ანიმატორმა სტივენ კატტსმა თავის მორიგ ანიმაციაში – ვირუსული სპირალი, რომელიც მან შექმნა ნიკოლას ჯ. პირსონის ფონდისთვის, ნათლად ასახა არა მხოლოდ პანდემიის გაჩენის მიზეზები, არამედ თუ რა სახის გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო მომავალში მათთან საბრძოლველად.

თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პოზიტიური ცვლილებების შექმნაში!
მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ  #FoodRevolution პეტიცია, რომ მოუწოდოთ ყველა მთავრობას, პირველ რიგში დააყენონ, როგორც ადამიანის და  ცხოველების ჯანმრთელობა ასევე ჩვენი პლანეტის უსაფრთხოება.

მას შემდეგ, რაც 500 000 ხელმოწერას მივაღწევთ, პეტიციას წარვუდგენთ რაც შეიძლება მეტ სამინისტროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

იმოქმედე ეხლა, გადაარჩინე სამყარო. მოაწერეთ ხელი პეტიციას:
https://pfta.earth/foodrevolution

#foodrevolution