ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს ცხოველების სოფელს ეწვივნენ

2022 წლის 27 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს  არსებული ცხოველების სოფელს (მცხეთა, სოფ. წილკანი) საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი.

ახალგაზრდები  გაეცნენ GSPSA-ს  საქმიანობას,  ცხოველების სოფლის მისიას და  ცხოველების ისტორიებს.  მიუალერსეს აქ მაცხოვრებელ ძაღლებს და კატებს.  სტუმრებმა საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ცხოველებისთვის ორგანიზაციას გადასცეს დიდი რაოდენობის საკვები.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არის პირველი ვიზიტი   GSPSA-ს  სოფელში საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში.

GSPSA მადლობას უხდის ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექციას, სკოლის მოსწავლეებს და პირადად პედაგოგ მარიამ ბირთველაშვილს.