ჯიში – სეტერი
სახელი – ჯილდა
სქესი – ძუ
დაბადების თარიღი – 2016 წლის თებერვალი
იდენფიცირება:
ხასიათი: თვინიერი, მხიარული, უპრობლემო, ერთგული, ჭკვიანი
თავშესაფარში მიღების მიზეზი: მძიმე ტრავმა
თავშესაფარში მიღების თარიღი: 4.06.2016
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯილდას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, მაგრამ შესაბამისი მასაჟეის და ვარჯიშების შემდეგ შეძლო გავლა და ფეხზე დგომა. წინა მარცხენა ფეხის ნერვი აქვს დაზიანებული, რის გამოც ამ ფეხით ვერ დადის. თუმცა მას ეყრდნობა. მისთვის შეძენილია ფეხის ლანგეტი (პროტეზი).ვაქცინირებული. (19.02.2018)
სტატუსი: უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. სასურველია სახლი და ეზო. აუცილებელია ჰყავდეს მეგობარი ძაღლი ან კატა.
ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.
ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას - 4.06.2016
2016 წლის 4 ივნისს GSPSA-ს თავშესაფარში მიღებული იქნა ლეკვი, სეტერი, ძუ, 4 თვის. ლეკვი პიროვნების მიერ აღმოჩენილი იქნა თბილისის ტრასაზე გადაგდებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო, ფეხი დაზიანებული და სისუსტე, რომელიც გამოწვეული იყო უჭმელობთ და ტრავმით. სავარაუდოთ ეს ლეკვი გადაგდებული იყო პატრონის მიერ, ვინაიდან ლეკვს ერთ ფეხზე ბეწვი ჰქონდა გაპარსული და ეტყობოდა ნემსის კვალი, რაც მიუთითებს ვეტერინარულ მომსახურებაზე. ე.ი. მიიყვანა ვეტერინართან და მერე გადააგდო ტრასაზე.
ჯილდას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, ასევე ნერვი, რის გამოც ის ფეხზე ვერ დგებოდა. ვეტერინარების აზრით ის ვერასდროს ვერ დადგებოდა ფეხზე. საბედნიეროდ ჯილდა ოთხი თვის შემდეგ ფეხზე დადგა, რაც უდიდესი დამსახურებაა თავშესაფრის მომვლელისა და კინოლოგის ირინა სემენოვასი. ის 4 თვის მანძილზე ავარჯიშებდა და მასაჟებს უკეთებდა ლეკვს, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო.
GSPSA-მ ჯილდასთვის მოიძია და დაამზადებინა საზღვარგარეთ ფეხის მოსახსნელი ლანგეტი (პროტეზი).
ჯილდა არის უნიკალური ხასიათის, აქტიური და მოთამაშე ძაღლი. ის გადარჩა და ელოდება კეთილ ადამიანს, რომელიც მას წაიყვანს და მისი მეგობარი გახდება.
ჯილდა გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიის შემთხვევაში.
VIDEO N1 - ჯილდას ვარჯიში (ამ დროს ის ფეხზე ვერ დგებოდა დამოუკიდებლად)
VIDEO N2 - ჯილდამ 4 თვის ვარჯიშისა და მასაჟების შემდეგ გაიარა - 11.11.2016
ინფორმაცია და ფოტოები Facebook-ზე:
https://www.facebook.com/pg/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=974495852665783
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/
დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
კონტაქტი: https://gspsa.org.ge/contact/
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა
თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს: