GSPSA

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – ის წევრთა საერთო კრება დანიშნულია 2023 წლის 17 სექტემბერს

2 სექტემბერი 2023

არასამეწარმეო (არაკომერციულიიურიდიული პირი “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – ის  წევრთა საერთო კრება (განმეორებითი)  დანიშნულია 2023 წლის 17 სექტემბერს 13:00 საათზე.

წევრთა საერთო კრება გაიმართება ორლაინ რეჟიმით

კრების დღის წესრიგის საკითხები:

საკითხი N 1 – არაკომერციული რეგისტრირებული კავშირის (ასოციაცია) ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების “ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირის ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა ახალი კანონის მოთხოვნებთან:

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე ელექტრონული მისამართის შექმნა;
  • ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონმდებლობის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებები და დამატებები.

საკითხი N 2 – არაკომერციული რეგისტრირებული კავშირის (ასოციაცია) ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” – GSPSA –ს  სტრუქტურაში ცვლილებების დამტკიცება.

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”
თავმჯდომარე  თეიმურაზ წიქორიძე

საქართველო.  2023 წლის 02 სექტემბერი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram