GSPSA-ს და PETA-ს ერთობლივი პროტესტი თბილისში სასტუმრო „ბილტმორის“- Millennium Hotel Biltmore in Tbilisi იდიტაროდთან კავშირის გამო – 2021 წლის 18 ივლისი

2021 წლის 18 ივლისს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” GSPSA  15 წლის გახდა. ამ დღეს GSPSA-ს ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგ საერთაშორისო აქციით აღნიშნა.

18 ივლისს თბილისში  სასტუმრო „ბილტმორის“  (The Biltmore Hotel Tbilisi) წინ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-GSPSA-სა და PETA-ს ინიციატივით ჩატარდა ერთობლივი აქცია პერფორმანსი სასტუმრო „ბილტმორის“  (Millennium Hotels) იდიტაროდთან კავშირის გამო. 

აქციის მონაწილეთა პროტესტი მიმართული იყო სასტუმროების ქსელის – Millennium Hotels (რაც ქართულად “ათასწლეულების სასტუმროებს“ ნიშნავს) მისამართით, რომლებიც ასპონსორებენ  “იდიტაროდს” (Iditarod) – სადაც 150-ზე მეტი ძაღლი მოკვდა,  GSPSA-ს აქტივისტები მხარი დაუჭირეს PETA-ს საერთაშორისო კამპანიას, რომელიც აპროტესტებს ამ ქმედებას. სასტუმრო “ბილტმორი” არის Millennium Hotels-ის ერთერთი სასტუმრო. 

აქციის წევრებმა სასტუმრო “ბილტმორი”-ს ადმინისტრაციას გადასცეს  GSPSA-ს თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის წერილობითი საპროტესტო მიმართვა იდიტაროდის ძაღლების სასტიკი რბოლის წინააღმდეგ.  PETA, GSPSA-“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და დაცვის საზოგადოებასთან” ერთად, მოუწოდებს Millennium-ს, რომ დაასრულოს სიბოროტის ხელშეწყობა და შეუერთდეს ExxonMobil-ს, Chrysler-ს, Jack Daniel’s– სა და სხვებს, რომლებმაც უკვე გაწყვიტეს კავშირი იდიტაროდთან.

   GSPSA-ს წერილი სასტუმრო „ბილტმორს“ – Millennium Biltmore Tbilisi Hotel

იდიტაროდი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისასტიკე ძაღლების მიმართ! 

რა არის “იდიტაროდი”?

Iditarod Trail Sled Dog Race არის ყოველწლიური შეჯიბრი – მარხილში შებმული ძაღლების რბოლა, რომელიც ყოველი წლის მარტის დასაწყისში ტარდება აშშ-ს ალიასკის შტატში ანკორაჯიდან ნომამდე.   მბრბოლელებმა და ძაღლებისგან შემდგარმა გუნდმა უნდა დაფარონ ამ ქალაქებს შორის დიდი მანძილი 8–15 დღეში.  Iditarod დაიწყო 1973 წელს, როგორც ღონისძიება საუკეთესო მბრბოლელი მუშა ძაღლების  გუნდების გამოსავლენად, მაგრამ დღესდღეობით ის გადაიქცა  მაღალკონკურენტულ რბოლაში, სადაც ბევრი ცხოველი ზიანდება, კვდება ან კლავენ.

იდიტაროდში ძაღლებს იძულებით აღებიებენ მონაწილეობას. არც ერთ ძაღლს არ სურს ირბინოს სიკვდილამდე. ისინი არ არიან სუპერ ძაღლები – ისინი არ არიან სპორტული ტექნიკის დაუზიანებელი ნაწილები. ისინი არიან როგორც სხვა ძაღლები, რომლებსაც სურთ სიცოცხლე და მეგობრული სიყვარულის მიღება. მაგრამ “იდიტაროდი” აგრძელებს მათი შესაძლებლობების გადაჭარბებით გამოყენებას და შედეგად ძაღლები იტანჯებიან და კვდებიან.

PETA-ს გამომძიებელმა იმუშავა იდიტაროდის ყოფილი ჩემპიონის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ძაღლების ორ ადგილსამყოფელზე, სადაც ნახეს განსაკუთრებულად სასტიკი ფაქტები. ძაღლები მოკლებული იყვნენ ვეტერინარულ მომსახურებას მტკივნეული დაზიანებების დროს, ისინი მიჯაჭვული იყვნენ ნახევრად დანგრეულ შენობებთან სიცივეში და ძლიერი ქარში, ამავე დროს იძულებული იყვნენ რბოლებში მიეღოთ მონაწილეობა.

ძაღლები განიცდიან ტკივილს, იზოლაციას და უგულებელყოფას იდიტაროდის სადგომებში.

უდიდესი ჩრდილოელი ძაღლების ძალადობის ფესტივალმა, ცნობილი როგორც იდიტაროდი (Iditarod), ამ წლის დასაწყისიდან დაკარგა ოთხზე მეტი სპონსორი. PETA  მოუწოდებს Millennium Hotels  შეწყვიტონ იდიტაროდის ძაღლების სისასტიკე, სადაც ძაღლები იძულებულები არიან ირბინონ ისე სწრაფად და შორს, რაც იწვევს მათი უმრავლესობის სიკვდილს, მათ მიერ ღებინების მასის უკან შესრუტვის მიზეზით. ადამიანებს შეუძლიათ შემოუერთდნენ PETA-ს, რათა საბოლოოდ შეწყვიტონ ასეთი მახინჯი ქმედება. PETA.org/Millennium

მიუხედავად იმისა, რომ სპონსორები ცდილობენ შორს იყვნენ ალიასკას სასიკვდილო იდიტაროდის ძაღლების რბოლისგან, Millennium Hotels  მაინც ბედნიერები არიან ამ საშინელი რბოლის მხარდაჭერით, საიდანაც ძაღლების 81% რბოლის შედეგად ეწყებათ  ფილტვების დაზიანება.

PETA  მოუწოდებს  Millennium Hotels-ს  დაასრულონ ეს სისასტიკე და შეუერთდნენ ექსონმობილს, ქრუსლერს, ალიასკას ავიახაზებს, ჯეკ დანიელსს (ExxonMobil, Chrysler, Alaska Airlines, Jack Daniel’s) და სხვებს ვინც უკვე გაწყვიტა კავშირი იდიტაროდთან.

150-ზე მეტი ძაღლი მოკვდა იდიტაროდის შედეგად, ამ რაოდენობაში არ შედიან ის ძაღლები, რომლებმაც სიცოცხლე დაასრულეს განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურის ან ისინი, რომლებიც მოკლეს არასაკმარისი სიჩქარის გამო და გამძლეობის გარკვეულ საფეხურამდე ვეღარ მიდიოდნენ. ძაღლების სიკვდილის ძირითადი მიზეზი არის ასპირაციული პნევმონია წარმოშობილი ღებინების მასის შესუნთქვისას.

Sled Dogs  (მარხილის ძაღლები) – არის დოკუმენტალურად დადასტურებული ფილმი, რომელიც ასახავს, როგორ აძალებენ ძაღლებს მონაწილეობა მიიღონ რბოლებში სხეულის დაზიანებამდე ან მათ მოკვლამდე – ხელმისაწვდომია Prime Video დაPlex-ზე .

 

PETA-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ტრეისი რეიმანი  ამბობს, რომ „იდიტაროდმა” უნდა შეცვალოს ძაღლებისადმი სასტიკი დამოკიდებულება“. Millennium Hotels-მა უნდა შეწყვიტოს  ფიქრი იმ რბოლების მხარდაჭერაზე, რის გამოც 150 ძაღლი მოკვდა და უამრავი კიდევ სიკვდილის პირას არის“.

იდიტაროდში ნახევარზე მეტი ძაღლების რაოდენობიდან სტარტის აღებიდან ფინიშამდე ვერ აღწევს და ამ წლის რბოლის დროს დაახლოებით 200 ძაღლს შეაწყვეტინეს  მონაწილეობა დაღლილობის, ავადმყოფობის, დაზიანებების ან სხვა მიზეზების გამო. ხოლო დანარჩენ ძაღლებს მოუწიათ უფრო მეტი მუშაობა. იდიტაროდში ძაღლების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ასპირაციულ პნევმონიასთან – გამოწვეული საკუთარი ღებინების მასის უკან შესრუტვით. ამავე დროს ბევრი მათგანი მოკვდა არა რბოლის დროს, არამედ ჯაჭვებით დაბმულები განსაკუთრებული დაბალი ტემპერატურის პირობებში ან იყვნენ მოკლულები, რადგან ისინი აღარ იყვნენ გამოსადეგარნი მათი არასაკმარისი სიჩქარის გამო.

ყოველწლიურად ათასობით ძაღლი გამოიყენება კომერციული თვალსაზრისით და ისინი  ატარებენ  სიცოცხლეს დანგრეულ მუყაოს ყუთებსა თუ პლასტმასის კასრებზე მიჯაჭვულნი, დაბალ ცივ ტემპერატურაზე გარეთ ყოფნით, სხვა ძაღლებთან კომუნიკაციის გარეშე და მათთან ერთად ერთჯერად რბოლებში. ეს ძაღლები ისეთივე ღირსეულები არიან, როგორც სხვა ძაღლები, რომლებსაც ჩვენს სახლებს ვუზიარებთ და გარეთ არ ვყრით.

ExxonMobil-მა, იდიტაროდის ძირითადმა სპონსორმა, რომელიც წელიწადში 250 000 დოლარს იხდიდა, დაადასტურა, რომ 2021 წლიდან აღარ დააფინანსებდა რბოლებს. აგრეთვე „ქრისლერმა“, „ჯეკ დენიელსმა“, „კოკა-კოლამ“, „ველს ფარგომ“ და „ალიასკას ავიახაზებმა“ დაასრულეს იდიტაროდის ფინანსური მხარდაჭერა.

იქამდე იქნებიან ეს ძაღლები მოკლებული ნორმალურ ცხოვრებას, იძულებულნი რბოლაში მონაწილეობას, დაიტანჯებიან და დაიხოცებიან, სანამ Millennium-ის კამპანია მხარს დაუჭერს იდიტაროდს.

ყველას, ვინც განაწყენებულია ამ ძაღლების ტანჯვით, შეუძლია შემოგვიერთდეს და მოუწოდოს Millennium-ს  შეწყვიტოს ეს ყველაფერი და ეწვიოს საიტს PETA.org/Millennium

PETA – რომლის დევიზია, რომ “ცხოველები არ არიან ჩვენი გართობისთვის გამოსაყენებელნი” – უპირისპირდება იმ ადამიანებს, ვისაც სუპრემატისტული (ვინც თვლის რომ უპირატესობა აქვს სხვაზე) მსოფლმხედველობა აქვს.

Millennium-ს უნდა რცხვენოდეს, რომ მისი სახელი ასეთ სისასტიკეს უკავშირდება!