GSPSA

როკი-მეტისი, ხვადი

4 ნოემბერი 2025

სახელი: როკი
ჯიში:
 მეტისი
სქესი: ხვადი
დაბადების თარიღი: აგვისტო, 2024 (სავარაუდო)
იდენტიფიკატორი: 
ხასიათი:
  მეგობრული, უპრობლემო.
მიღების მიზეზი: ტრავმა - წინა კიდურის მოტეხილობა.
მიღების თარიღი: 16 სექტემბერი 2025.
ბინადრობის ლოკაცია:  ცხოველების სოფელი "რიჩი"GSPSA.
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი
სტატუსი: GSPSA-ს მფარველობაში, მზად გაჩუქებისთვის.
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მფლობელი ცხოველს მაღალი დონის ცხოვრების პირობებს შესთავაზებს. ძაღლი მიჩვეულია გარეთ ცხოვრებას. სასურველია კერძო სახლი ეზოთი. გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად იცხოვრებს მეგობარი ძაღლი.

დამატებითი პირობები: თუ გამოჩნდება მსურველი, რომელიც გახდება "როკის" დისტანციური პატრონი, ამ შემთხვევაში როკი იცხოვრებს ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში მუდმივი ბინადრობის სტატუსით.
დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამ

ისტორია

"როკი" კავკასიური ნაგაზის მეტისია. ის 2025 წელს ჩვენთვის პატრონის მიერ მიტოვებული იქნა დაუსახლებელ ტერიტორიაზე. მაშინ ის დაახლოებითდაახლოებით 7 თვის იყო. ის იყო გამხდარი და დაუძლურებული.

GSPSA-ს წევრები ყოველდღიურად აწვდიდნენ მას საკვებს და ცდილობდნენ მის გაჩუქებას, მაგრამ როკის ამყვანი მსურველი არ გამოჩნდა.

როკი აგრძელებდა დაუსახლებელ ადგილზე ცხოვრებას.

2025 წლის 16 სექტემბერს GSPSA-ს თავმჯდომარემ როკი იპოვნა უმწეო მდგომარეობაში ტრავმირებული, მას წინა ფეხი ჰქონდა მოტეხილი.

როკი გადმოყვანილი იქნა თბილისში, სადაც მას გაეწია პირველადი ვეტერინარული დახმარება. მოტეხილი კიდურის შეძვალების შემდეგ როკი გადმოყვანილი იქნა "ცხოველების სოფელში".

როკი არის ძალიან მხიარული, ცელქი და თამაშის მოყვარული. მას ძალიან მოსწონს ცხოველების სოფელში ცხოვრება. მას აქ ჰყავს მეგობარი ძაღლები და მოსიყვარულე ადამიანები.

გახდით როკის "დისტანციური პატრონი" და აჩუქე მას ბედნიერება!
ის შენ გელოდება!

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram