GSPSA

TV MAESTRO - ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომში

7 თებერვალი 2017

ბრაკონიერობის შემთხვევა მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.
მიუხედავად ვეტერინარების სამედიცინო დახმარებისა, შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram