GSPSA

ვანო - მეტისი, ხვადი

17 მარტი 2024

ვანო 2021 წლის ნომბერში შევამჩნიეთ ნატახტარში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძაღლი არავის ეკარებოდა და გაგვირბოდა. ყელი ჰქონდა დაზიანებული. ერთ კვირიანი დევნის შემდეგ მოვახერხეთ მისი დაჭერა და წილკანში ცხოველების სოფელში გადაყვანა. სავარაუდოდ ყელზე ჩამოცმული ჰქონდა პლასმასის ხამუტი ან მავთული, რომელიც ალბათ მოწყდა ან მოიწყვიტა. უკვე წასული იყო ინფიცირება.

მკურნალობის შემდეგ ვანო ძალიან კარგად არის. ხასიათით ძალიან თბილი, დამჯერე და ჭკვიანია. სავარაუდოდ არის პიტბულის და სეტერის მეტისი.

ვანო ცხოვრობს ცხოველების სოფელში. მას ჰყავს თავისი მეგობარი ძაღლები, ვისთანაც ერთად აქვს საკუთარი ნაკვეთი, სახლი და ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram