GSPSA

COVID-19 და შინაური ცხოველები

13 მარტი 2020

კორონავირუსების ჯგუფის ახალი წარმომდგენელი ვირუსი, რომელიც ცნობილია, როგორც 2019-nCoV (COVID-19) და მისი კავშირი შინაურ ცხოველებთან.

როგორც ვიცით, ვირუსი, რომელიც ცნობილია, როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.
საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს COVID-19-ის და შინაური ცხოველების ინფიცირების ან გადამტანუნარიანობის საკითხი. ასევე 2020 წლის 6 აპრილს CNN-ის, BBC-ის და სხვა გამომცემლობების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია ნიუ-იორკში, ბრენქსის ზოოპარკში ვეფხვის ვირუსით ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც დიდი დაინტერესება და ერთგვარი პანიკაც კი გამოიწვია შინაური ცხოველების პატრონებში.

განვიხილოთ:

  1. თავდაპირველად ჰონგ-კონგში, AFCD– მ მიიღო პროაქტიული და სიფრთხილის შემცველი ზომები, რომ კარანტინში გადაეყვანათ იმ ადამიანების შინაური ცხოველები, რომლებიც COVID-19-ით იქნენ დიაგნოზირებული. გამოვლენილ იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ჯანმრთელ 17 წლის ასაკის ძაღლს ჰქონდა ვირუსული გენეტიკური მასალის მცირე რაოდენობა, რომელიც გამოვლინდა მის პირსა და ცხვირში, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ძაღლი არ არის დაავადებული და არ აქვს COVID-19.
  2.  "მსოფლიოს საერთაშორისო ვეტერინარული ასოციაცია ბელგიაში კატასთან დაკავშირებულ ფაქტზე ნამდვილად ადასტურებს SARS COV 2-ის არსებობას, რომელიც გამომწვევია COVID-19-ის, მაგრამ საბოლოო შედეგის სახით, რომ დადასტურდეს ცხოველი ნამდვილად არის დაავადებული ვირუსით საჭიროა პასუხები, რომლებიც გვიჩვენებს ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულების არსებობას. ანტისხეულების არსებობა არც წინამორბედ ძაღლებს და არც ამ კონკრეტულ კატას არ დაუდასტურდა.
  3. იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ნიუ-იორკის, ბრენქსის ზოოპარკში არსებულ ვეფხვებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც 2020 წლის 6 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია. ვეფხვების მომვლელი უსიმპტომოდ აღმოჩნდა COVID-19-ით დაავადებული და თუ გავითვალისწინებთ ამ ვირუსის სისწრაფეს და სიძლიერეს, სავსებით დასაშვებია, რომ ამ ვეფხვის ორგანიზმშიც ყოფილიყო აღმძვრელი, რომელიც კვლევის შედეგად შესაძლებელია ჩატარებულ ტესტზე დადასტურებულიყო პოზიტიური პასუხით. "

          - მარიამ ჩხიკვიშილი (საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი).

კარგი ამბავი ის არის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ შინაური ცხოველები მონაწილეობენ COVID-19 –ის გავრცელებაში. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ეს ეპიდემია ადამიანებიდან ადამიანებზე ვრცელდება და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლი გადამდებია ადამიანებისთვის ან სხვა შინაური ცხოველებისთვის. ამრიგად, ადამიანებს არ სჭირდებათ შეშფოთება და არც საგანგაშო ზომების მიღება თავიანთ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

დაიმახსოვრეთ, რომ COVID-19 ით დაავადების გზა ინფიცირებული ადამიანისგან გავრცელებაა. ასე რომ, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ნორმალური პროფილაქტიკური ჰიგიენის ნორმების დაცვა: მაგალითად, პირბადის ტარება, ხელების დაბანა და სოციალური დისტანცია. თქვენ კვლავ შეგიძლიათ ძაღლების გაყვანა სასეირნოდ პანიკის გარეშე. თუ გადარდებთ ის ფაქტი, რომ თქვენმა შინაურმა ცხოველმა  გარედან არ შემოიტანოს ვირუსი, შეგიძლიათ სეირნობის შემდეგ ნაზად დაბანოთ თათები ოდნავ რბილი საპნით, ან გაასუფთავეთ ხელის ანტისეპტიკური, სანიტარული საშუალებით, როდესაც ისინი თქვენს საცხოვრებელ სახლში ბრუნდებიან.

ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ. როგორც შინაური ცხოველის პატრონი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე.

გთხოვთ, ნუ მიატოვებთ თქვენ შინაურ ცხოველებს.
გთხოვთ ნუ ჩავარდებით პანიკაში.

შესაბამისად , შინაური ცხოველები არ მონაწილეობენ Covid-19- ის გავრცელებაში, პროფესორი ვანესა ბარსი, CityU– ს "ცხოველთა ჯანმრთელობისა და დაავადებების" კათედრის პროფესორი.

სასარგებლო ბმული: Sars-Cov-2 ცხოველებში, მათ შორის შინაურ ცხოველებში.

დაავადეებათა კონტროლის ცენტრი (CDC), ნაციონალური ჯანმრთელობის დაცვის სააგენტო, კორონა ვირუსის დაავადებას 2019 (COVID-19) განსაზღვრავს, როგორც რესპირატორულ დაავადებას, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან მეორეზე ადამიანზე. COVID-19- ის გამომწვევი ვირუსი არის ახალი კოროვირუსული სახეობა, რომელიც პირველად იქნა გამოვლენილი ჩინეთში, ვუჰანში, ვირუსული დაავადების კვლევის დროს. მათ, ვისაც COVID-19–ზე ტესტი დადებითი გამოუვლინდა, მსუბუქი და მძიმე რესპირატორული დაავადებების ტენდენცია შეენიშნებათ, რაც შეიძლება შეიცავდეს ცხელებას, ხველას ან ქოშინს. პირები, რომლებიც  უჩივიან აღნიშნულ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ საკუთარი ქვეყნის ჯანდაცვის პროვაიდერებს კვლევისთვის.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram