GSPSA
 

მურა დათვი საქართველოში

 
საქართველოში მურა დათვებთან დაკავშირებული ყველა სიახლე:
დათვი საქართველოში

Facebook - დათვი საქართველოში Bear in Georgia  (GSPSA)

 

მურა დათვი 

საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (წითელ ნუსხაში).
საქართველოს წითელი წიგნი და წითელი ნუსხა 

1240408_1420837888154517_1024890788_nმურა დათვი (Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში.

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.

დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია.

ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან.

დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.

საქართველოში ხშირია არაკანონიერი ნადირობა - ბრაკონიერობა, რის გამოც კლავენ როგორც დათვს, ასევე სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებიც გადშენების პირზეა. სამწუხაროთ დათვები ხშირად ხვდებიან ტყვეობაში. 2013 წლის მონაცემებით საქართველოში ორმოცდაათამდე დათვია უკანონოდ ტყვეობაში ეკლესია-მონასტრებში, რესტორნებში და კერძო ტერიტორიებზე. გართობის მიზნით ბელებს დედას უკლავენ და მათ ამწყვდევენ ვოლიერებში, სადაც გაუსაძლის პირობებში ატყვევებენ და ხშირ შემთხვევეში საბოლოოდ კლავენ.

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ . მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

საქართველოში დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, ის პირი, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს დათვს (ანუ მოკლავს) საქართველოს კანონის თანახმად მას უნდა დაეკისროს გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სსკ-ის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

დამატებითი ინფორმაცია:

გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული კანონები, ადმინისტრაციული აქტები, ნორმატიული აქტები, ბრძანებები, გადაწყვეტილებები, სახელმძღვანელოები და სხვა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი:
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=47

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram