GSPSA

2010 წლის 03 მაისს GSPSA-მ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს

3 მაისი 2010

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს საქართველოში და კონკრეტულად თბილისში მუნიციპალიტეტის მხრიდან ქუჩის ცხოველთა უფლებების დარღვევასთან და შინაურ ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

წერილში ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ხრიდან პოპულაციის კონტროლის საბაბით ფაქტობრივად ხორციელდება უპატრონო ცხოველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც, საწმუხაროდ, აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოფა მაწანწალა ცხოველების დაჭერა-დახოცვაზე, რაც, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად უშედეგო და არაფრის მომცემია.

GSPSA-მ მიმართა ქალაქის მერიასა და საკრებულოს კონკრეტული წინადადებებით და იმედი დამოთქვა, რომ თბილისის მერია და საკრებულო უყურადღებოდ არ დატოვებენ ამ მიმართვას და არ გაიმეორებენ წლების მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შედეგად გამოიღო პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებების უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის გაზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვა, არაკეთილსინდისიერი და უკანონო ქმედებების შედეგად ცალკეული კერძო ფირმების გამდიდრება, თბილისის მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება და ცხოველთა მასობრივი და სისტემატური განადგურება-ჟლეტა სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით.

GSPSA-მ უკმაყოფილება გამოთქვა მერიის მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერების გამო და მოუწოდა მუნიციპალიტეტს, რომ გააუქმოს უკვე გამოცხადებული ტენდერები ე.წ. „ვეტერინარულ მომსახურებაზე“ და შეწყდეს ცხოველთა მასობრივი მოკვდინება. დაიწყოს თანამშრომლობა პოპულაციის რეალურ მართვაზე მიმართული ტენდერების გამოსაცხადებლად, გაიმართოს აუცილებელი კონსულტაციები და მოწვეული იქნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად.

აღნიშნული წერილით ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” კიდევ ერთხელ დააფიქსირა ცხოველთა დაცვის სფეროში თავისი მიუკერძოებელი პოზიცია.

წერილის სრული ტექსტი იხილეთ აქ.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram