GSPSA

სიუჟეტი - რუსთავი 2 - პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა - რატომ და როდის ხდება ცხოველი აგრესიული, რა ცვლილება უნდა შევიდეს კანონში (27-11-2022)

28 ნოემბერი 2022

კურიერი. P.S.:

უნდა აიკრძალოს თუ არა ძაღლის კონკრეტული ჯიში - გასულ კვირას ოჯახის ძაღლმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა. 23 სექტემბერს პიტბულმა სამი ადამიანი დაკბინა, იმავე ჯიშის ძაღლმა რუსთავში, 17 ოქტომბერს 4 ადამიანს უკბინა, ხოლო ხელვაჩაურში დაზიანებები 5 წლის ბავშვს მიაყენა.

უმძიმესმა შემთხვევებმა საზოგადოებას უბიძგა, რომ დაფიქრდეს და იპოვოს გამოსავალი. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა სწორად იქნას აღქმული. პრობლემა პიტბულში ან სხვა რომელიმე მებრძოლი უნარების მქონე ძაღლში არ არის, პრობლემა რეალურად პატრონეშია, რომელიც ვერც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს და ხშირ შეთხვევაში საერთოდ არ იცის როგორ უნდა გაწვრთნას ასეთი ჯიშის ძაღლი - პროფესიონალებისთვის ფულის გადახდა ენანებათ, საბოლოოდ კი სავალალო შედეგი დგება.

კინოლოგები პიტბულის აკრძალვაში გამოსავალს ვერ ხედავენ. დასავლური გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ასეთი ჯიშის ძაღლი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს ძაღლის და პატრონის ფსიქო-ემოციური მდგომაროებაც. მაგალითად - ძაღლების ჩხუბი აკრძალულია, თუმცა ასეთი სისხლიანი შეჯიბრებები არალეგალურად მაინც იმართება, რაც ზოგიერთი პატრონისთვის შემოსავლის წყაროა, ზოგიერთისთვის კი სანახაობა და ამ სანახაობისგან მიღებული სიამოვნება და ადრენალინი. სწორედ ასე იქცევიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მონსტრებად, შემდეგ კი როდესაც ადამიანებს თავს ესხმიან, გვიკვირს.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram