GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამა “დავეხმაროთ მიუსაფარს” 2021 წელსაც გრძელდება

GSPSA აგრძელებს საქველმოქმედო პროგრამას “დავეხმაროთ მიუსაფარს”.
2020 წლის 20 მარტიდან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ ამოქმედდა საქველმოქმედო, საგანგებო პროგრამა “დავეხმაროთ მიუსაფარს”.
პროგრამა მიზნად ისახავდა COVID-19-ის კრიზისისგან გამოწვეულ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარებას და მათი ურთულესი ყოფის შემსუბუქებას. ძირითადად ყურადღება გამახვილდა საქართველოს იმ რეგიონებზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია და საჭიროებს დაუყონებლივ დახმარებას.
2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ისევ ამოქმედდა გამკაცრებული შეზღუდვები, რამაც მიუსაფარი ცხოველები ისევ საკვები წყაროების გარეშე დატოვა.
მათთვის ზამთარი ისედაც ურთულესი პერიოდია გადასატანად. ყოველდღიურად უწევთ შიმშილთან, სიცივესთან ბრძოლა – გადარჩენისთვის.
მშიერი ცხოველისთვის სიცივესთან გამკლავება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.

2020 წლის მარტიდან პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს წევრებისა და მოხალისეების ჩართულობით დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების შეძენა და მათთვის ყოველდღიურად მიწოდება.

GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოწირულობა ძალიან მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველებისთვის. 2020 წლის მარტიდან დღემდე მოცემული პროგრამის ფარგლებში  GSPSA-მ შეიძინა 18 000 ლარამდე ღირებულების საკვები, აქედან 9 000 ლარამდე სრულად მოხმარდა  ზუგდიდის მიუსაფარ ცხოველებს.

 

ასევე, 2021 წლის 6 იანვრიდან კომპანია „ზოომარტი“-მა, „ვოლტ“-მა და GSPSA-მ დაიწყეს ერთობლივი საქველმოქმედო პროგრამა „ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად“. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში მიუსაფარი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და ვაქცინაციას, ასევე ტრავმირებული ცხოველებისთვის სასწრაფო ვეტერინარული დახმარების გაწევას და სარეაბილიტაციო პერიოდის უზრუნველყოფას.

თქვენი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ პირს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროგრამაში. GSPSA-ს პროგრამა “დაეხმარე მიუსაფარს” ითვალისწინებს:

  • მიზნობრივად შემოწირულობების შეგროვებას ორგანიზაციის ანგარიშზე საკვების შეძენისა და მიუსაფარი ცხოველებისთვის მიწოდების  მიზნით.
  • მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების მიზნობრივ შეგროვებას და ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის მიწოდებას რეგიონებში.

ვისაც შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ, რომ ჩაერთოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო პროგრამაში – „დავეხმაროთ მიუსაფარს“, გთხოვთ განახორციელოთ მიზნობრივი ფინანსური შემოწირულობა და აირჩიოთ სასურველი გადმორიცხვის მეთოდი:

შემოწირულობა

მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია)
„საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“.

საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847

🟠 საქართველოს ბანკი
საბანკო კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია)
„საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000
🔵 თიბისი ბანკი
საბანკო კოდი – TBCBGE 22
მიმღების დასახელება – “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
ვალუტა GEL – GE82TB79 8293 6080 1000 10
ვალუტა EUR – GE94 TB79 8293 6180 1000 04
ვალუტა USD – GE24 TB79 8293 6180 1000 03
______________________________
პანდემიით გამოწვეული კარანტინის პერიოდის „დაეხმარე მიუსაფარს“ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც 1 ლარი შემოსწირა ამ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს, ასევე ჩვენ უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც განსაკუთრებით აწუხებთ საქართველოში მყოფი ქუჩაში ბინადარი ცხოველების ბედი.