სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია საქართველოში ქ. ზუგდიდში ნაგვის კონტეინერში გადაყრილი ლეკვების შესახებ.
ინფორმაცია აღნიშნული სისასტიკის შესახებ 2018 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა "ვეტერინარული ცენტრი ზოოპლაზა"-მ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ინფორმაცაში სწერია:
"ვიდეო მოგვაწოდა სკოლის მოსწავლე ბუბა კენჯიამ ზუგდიდიდან, გადაღებულია ზუგდიდში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე. სანაგვე ურნიდან ლეკვები თავად ბუბამ ორი მეგობრის დახმარებით ამოიყვანა, სასიხარულოა სკოლის მოსწავლეების ეს ქმედება და ყოჩაღ მათ! იმ პიროვნებაზე კი ვინც ეს სასტიკი ქმედება ჩაიდინა კომენტარს არ გავაკეთებთ.
ვეტერინარული ცენტრი ზოოპლაზა გმობს ცხოველთა მიმართ ნებისმიერ სისასტიკეს!
მივმართავთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს. ყურადღება მიაქციეთ ამ კონკრეტულ და მსგავს ფაქტებს!"
GSPSA მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებსათვის და საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად ამ დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენისა და მისი პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით.
აღნიშნული ფაქტი უსუსური ლეკვების ნაგვის კონტეინერში გადაყრის, კიდევ ერთხელ აფიქსირებს მოქალაქეების გარკვეული დიდი ნაწილის ცნობიერების დაბალი დონეს და შესაბამისი მკაცრი კანონის არ არსებობას.
"ზოოპლაზა" ფეისბუქზე ამ ინფორმაციის კომენტარებში სწერს, რომ ნაგვის ბუნკერიდან ამოყვანის შემდეგ: "ლეკვები ზუგდიდში იყვნენ და უვლიდა თავად ბუბა კენჯია, მაგრამ ამოყვანიდან 4 დღის შემდეგ სამწუხაროდ სამივე ლეკვი დაიღუპა".
GSPSA მადლობას უცხადებს ზუგდიდელ ახალგაზრდას ბუბა კენჯიას, რომელმაც ნაგვის ურნიდან ამოიყვანა ლეკვები და მაქსიმალურად ცდილობდა მათ გადარჩენას.
საქართველოში კვლავ გრძელდება ცხოველისადმი სისასტიკე!
წყარო: ვეტერინარული ცენტრი ზოოპლაზა • Veterinary Center Zooplaza