GSPSA

აბო - მეტისი, ხვადი

10 ოქტომბერი 2017

ჯიში – მეტისი
სახელი – აბო
სქესი – ხვადი
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი
დაბადების თარიღი – 2015
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: ყელის არეში ღრმა ჭრილობები.
ცხოველის თავშესაფარში მიღების თარიღი:   28/09/2017

ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, კასტრირებული, ვაქცინირებული

სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

შემოწირულობა

2017 წლის 25 სექტემბერს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ" - GSPSA-მ მიიღო შეტყობინება ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში, სექტემბერში გამოქვეყნდა ინფორმაცია და გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც ასახავდა ქ. თელავში, სოფელ ვარდისუბანში ჯაჭვზე მიბმული ძაღლის მიმართ განხორციელებულ სისასტიკის ფაქტებს. ძაღლს საყელურის მაგივრად ეკეთა ჯაჭვი, რის გამოც მან დაზიანება მიიღო ყელის არეში, ლითონის ჯაჭვმა ჩაჭრა ყელის ქსოვილი და გამოიწვია ინფიცირება, რაც ცხოველისთვის დიდი ტანჯვა და ტკივილია. 

25 სექტემბერს ძაღლი გადაყვანილ იქნა  თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ამასთან ერთად ძალიან მძიმე იყო ცხოველის ფსიქიკური მდგომარეობაც, რაც ძლიერმა და ხანგრძლივმა ტანჯვამ გამოიწვია. კლინიკაში ძაღლს გაეწია სასწრაფო ვეტერინარული  მომსახურება და დახმარება.

28 სექტემბერს აბო გადაყვანილ იქნა GSPSA-ს თავშესაფარში, სადაც მან გაიარა შესაბამისი მკურნალობის კურსი. ამ მომენტისთვის ის სრულიად ჯანმრთელია, მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაუბრუნდა ნორმას. დღეს აბო GSPSA-ს ერთერთი ყველაზე ხალისიანი და თბილი ბინადარია, მას ძალიან უყვარს მოფერება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. აბო ელოდება მზრუნველ პატრონს, რომელიც ძალიან ეყვარება და ვისი ერთგულიც იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას - 28/09/2017

 

 

 

აბო რეაბილიტაციის პერიოდში:

Video - 20.10.2017

აბოს სხვადასხვა ფოტოები:


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram