GSPSA

ბოიკოტი უკრაინაში საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს "ევრო–2012"–ს

21 მაისი 2012

6393634301_38122a524e_b"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უერთდება საერთაშორისო ცივილიზირებული საზოგადოების ბოიკოტს უკრაინაში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს "ევრო – 2012" – ს.

უკრაინაში "ევრო–2012" საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების მიზეზით 60 000 – ზე მეტი ქუჩის ცხოველი იქნა განადგურებული. უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მუნიციპალური სამსახურებისა და პოლიციის მიერ მოხდა ძაღლებისა და კატების განადგურება სხვადახვა სასტიკი მეთოდებით. ცივილიზირებული სამყარო პროტესტს გამოთქვამს უკრაინის ხელისუფალთა ამ ვანდალური ქმედებების გამო.

უკრაინის ხელისუფლების ამ ვანდალური ქმედების გამო "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" მოუწოდებს ქართველ ფეხბურთისმოყვარულებს და ინტელექტუალურ საზოგადოებას ბოიკოტის გამოცხადებისკენ უკრაინაში ფეხბურთის ჩემპიონატზე.

Petition - Stop the mass killing of strays in the Ukraine for the Football Euro 2012

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram