2023 წლის 10 ნოემბერს ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, ცხოველისადმი ჰუმანური დამოკიდებულებისა და საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ცხოველების სოფელი და გაეცნენ ბინადარ ცხოველებს, ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს მათზე ინფორმაცია.
სკოლის მოსწავლეების მიერ ცხოველების სოფელს გადაეცა მათ მიერ შეძენილი ცხოველების საკვები.
GSPSA ძალიან დადებით შეფასებას აძლევს სკოლის ადმინისტრაციის ამ პროგრამას, რაც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების წინაპირობას წარმოადგენს.
GSPSA მადლობას უხდის ბასქვუდის სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს.