2016 წლის 22 მაისს თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდა ლეკვების გაჩუქების აქცია. ღონისძიება გაიმართა თავშესაფრებიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქების მიზნით. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ და ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA.
აქციაზე თბილისის მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრიდან გასაჩუქებლად გამოყვანილები იყვნენ ლეკვები, რომლებმაც თავშესაფრში გაიარეს შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება - ლაბორატორიული კვლევა, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია და იდენტიფიკაცია საჭდის სახით. ახალ პატრონებზე გაფორმდა და გაიცა სარეგისტრაციო მოწმობები. დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწიათთ კონსულტაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში აქციები გაიმართება ბუკიას ბაღში ყოველ კვირა დღეს.
2013, 2014 და 2015 წელს თბილისის ზოოპარკში ცხოველების გაჩუქების პროგრამით ჩატარებული აქციები იხილეთ ლინკზე:
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma/?ref=bookmarks
ცხოველების გაჩუქების პროგრამის ლოგო