განსაკუთრებული სისასტიკის ფაქტი საქართველოში – ნაკრძალში ძაღლები ჩამოახრჩვეს

ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა 2018 წლის 9 სექტემბერს.

ფეისბუქის მომხმარებელმა ლ.ფ.-მ ლაგოდეხის რ-ნის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტომასალა და დაწერა შემდეგი:

“სტუმრებს, რომ ჩამოიყვან, შენი რაიონით ამაყობ, წახვალ ნაკრძალში და სავალ ბილიკზე მსგავს ფაქტს, რომ შეესწრები! ამის შემდეგ ძაღლია ცხოველი თუ ადამიანი საკვირველია!”

ფოტოებზე ასახულია ჩამოხრჩობილი ძაღლები, რომლებიც სავარაუდოდ ლითონის მავთულის ყულფით არიან დაკიდებულები.

ეს არის განსაკუთრებული წამებით ცხოველისადმი სისასტიკის ამსახველი ფაქტი!

სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველოში გრძელდება ცხოველისადმი სისასტიკე!

როგორც www.newposts.ge იუწყება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი გამოავლინეს. დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.

ამ თემასთან დაკავშირებით:  რუსთავი 2  – ტყეში მავთულით ჩამომხვრჩვალი ორი ძაღლი – ვანდალიზმის ფაქტი სოფელ ნინიგორში

 

ამ თემასთან დაკავშირებით მედია:

http://www.newposts.ge