ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი თბილისში – 08.01.2018

2018 წელი თბილისში მიუსაფარი ცხოველებისათვის სისასტიკით დაიწყო.

2018 წლის 8 იანვარს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, ნუცუბიძის  ქუჩაზე იმყოფებოდა მძიმედ ტრამვირებული ძაღლი. სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა მისამართზე საიდანაც ცხოველი დაოყოვნებლივ იქნა გადაყვანილი მუნიციპალურ თავშესაფარში. ძაღლს ხელხემლის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა სავარაუდოდ მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობა და ასევე სახის მიდამოში დანით მიყენებული ორი ჭრილობა. ცხოველს ჩაუტარდა ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა , თუმცა მიღებული მძიმე ტრამვების გამო ძაღლს უჭირს საკვების მიღება.   ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და იმყოფება ვეტექიმების ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს დაწყებული აქვთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 4 დღით ადრე, თითქმის ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა მიუსაფარი ცხოველის მიმართ – ძაღლზე სისასტიკის ფაქტი თბილისში – 04.01.2018

GSPSA მოუწოდებს სამართალდამცავ  და საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესად გამოძიებისათვის.