GSPSA

ძაღლმა, გოგონა ცეცხლის ალისგან იხსნა

26 ოქტომბერი 2016

capture

ძაღლის თავდადებაში და ერთგულებაში ეჭვი აღარავის შეაქვს, ისინი თავს არ ზოგავენ მათთვის, ვინც უყვართ. ამ გმირი ძაღლის ამბავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი სიყვარული ღრმა და მტკიცეა.
მან თავი გასწირა, იმისთვის რომ გადაერჩინა პატარა გოგონა, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა.

ცეცხლი გაჩნდა ბალტიმორში, სახლში სადაც ცხოვრობდნენ ერიკა პორემსკი, მისი 8 თვის შვილი ვივიანა და მათი ძაღლი, პოლო.

ერიკა თავის მანქანასთან იყო როცა ცეცხლი აალდა, მაშინვე captnureშიგნით შევარდა ვივიენის გადასარჩენად, რომელიც მეორე სართულზე იმყოფებოდა, თუმცა იქამდე ვერ მიაღწია, ცეცხლი გზას უღობავდა.
საბედნიეროდ ბავშვს პოლო იცავდა.

ბალტიმორის სახანძრო მალევე მივიდა ადგილზე, და სასწრაფოდ შევიდნენ ვივიენის გადასარჩენად, სწორედ მათ იპოვეს გოგონა, დაშავებული თუმცა ცოცხალი.
მასთან ერთად იყო პოლო. ის სხეულით გადაჰფარებოდა გოგონას და იცავდა ცეცხლის ალისგან.

cakpture
სამწუხაროდ პოლო ვერ გადარჩა.
ის დაიღუპა როგორც გმირი - შეუერთდა იმ ცხოველების წმინდა რიგს, რომლებმაც თავი გასწირეს ადამიანების გადასარჩენად.

წყარო: The Dodo

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram