GSPSA

დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს

27 ოქტომბერი 2016

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავშესაფარს პერიოდულად ეხმარებიან უცხოელი და საქართველოს მოქალაქეები.  ოქტომბრის თვის დასაწყისში GSPSA-ს დაუკავშირდნენ  ცხოველთადამცველები ქალბატონები პატრიცია მაჟა- Patricia Maja Andersen და ლაურა მარიე - Laura Marie Vølpert Momme,  მათ მიერ დახმარების სახით GSPSA-ს თავშესაფარმა მიიღო ვეტერინარული პრეპარატები და ცხოველთა საკვები.

ქალბატონი პატრიციას მიერ GSPSA-ს რეკომენდაციით და ხელშეწყობით ასევე განხორციელდა მიზნობრივი დახმარება ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ბინადრებისათვის, სადაც რთული მდგომარეობაა და ცხოველებს ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის დახმარება.

უცხოელი ქალბატონების მიერ, მათი დაპირების თანახმად, GSPSA  პერმანენტულად მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას თავშესაფარში ბინადარი და მიუსაფარი ცხოველებისათვის.

GSPSA მადლობას მოახსენებს ამ კეთილ ადამიანებს!

ქ. გორის თავშესაფრის დახმარება

 

დამატებითი ინფორმაციები ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარზე:

Facebook - ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარის გვერდი

https://gspsa.org.ge/gori_animalshelter_10042016/

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram