GSPSA

ცხოველთადამცველები ცხოველისადმი სისასტიკის ჩამდენ პირს ეძებენ

7 ოქტომბერი 2016

2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოში, ქ. მცხეთაში კიდევ ერთი სისასტიკის ფაქტი მოხდა ადამიანის მხრიდან ცხოველის მიმართ. ირმა თელიას და პაატა კორძაძეს მიკედლებული 6 თვის ძაღლი, რომელზედაც ზრუნავდნენ და მზრუნველობდნენ, დახვდათ ნაცემი და ტრავმირებული. ძაღლი შოკირებულ მდგომარეობაში იყო, ფეხზე ვერ დგებოდა, სისხლდენა ჰქონდა პირიდან, თვალი მთლიანად ამოგდებული ჰქონდა ბუდიდან.

14492445_1078380172275277_6491738782322499681_nირმამ და პაატამ ძაღლი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მას გაეწია პირველადი მომსახურება. ხოლო  ვეტერინარმა აკაკი რუაძემ თვალი ბუდეში ჩასვა, თუმცა ამ თვალიდან მხედველობა აღდგება თუ არა, ეს მომავლის საკითხია.

ვეტერინარების დასკვნით ძაღლს აქვს მძიმე დაზიანებები ფიზიკური ზემოქმედებით, რაც ადამიანის მიერ ცემის ფაქტთან არის კავშირში. დამტვრეული აქვს ყბის ძვლები, უკანა კბილები, ტრავმებია თავის ქალაზე. პირველადი დახმარების შემდეგ ძაღლს დაენიშნა მკურნალობის კურსი.  ტრავმირებული ძაღლი გადაიყვანეს ოჯახში ბატონმა პაატამ და ქალბატონმა ირმამ, რომლებიც მაქსიმალურს აკეთებენ ცხოველის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

14519650_1078380135608614_1156861116218356469_nუნდა აღინიშნოს, რომ ეს ძაღლი გამოირჩევა თვინიერი ხასიათით, რაც იმის მანიშნებელია, რომ სისასტიკე ჩადენილია გაუწონასწორებელი პირის მიერ.

ცხოველთადამცველები მაქსიმალურად შეეცდებიან თავად დამოუკიდებლად დაადგინონ დანაშაულის ჩამდენი პირი, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ანალოგიური საქმეები სამართალდამცავებმა ვერ გამოიძიეს და ვერ დაადგინეს დამნაშავე პირები.

საქართველოში კვლავ გრძელდება ცხოველისადმი სისასტიკე, ხოლო ცხოველები ჩვენ უნდა დავიცვათ!

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1078390152274279&id=810062049107092

capture

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram