თბილისში, ისან-სამგორის რაიონში 2016 წლის 3 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს დაცულ ტერიტორიაზე ბინადარ ძაღლს, რომელსაც მზრუნველობდა ქალბატონი ქეთა ხვიჩია.
დაჭრილი და დასისხლიანებული ძაღლი ქეთას მიერ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკაში. მიუხედავად ექიმი ვეტერინარების მაქსიმალური ძალისხმევისა ვერ მოხერხდა ცხოველის გადარჩენა.
ქეთა ხვიჩია საკუთარი ფესიბუქის გვერდზე სწერს:
"დღეს მე მომკლეს ჩემ ძაღლთან ერთად, ზმკ-ის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გვერდით, თავში მესროლეს. აი ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა, რომელსაც მომავალი არ აქვს სამწუხაროდ. სიტყვები არ არის საკმარისი... პატარა ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ ის, ვინც გვესროლა, გაიგებს ჩემ ხმას ოდესმე. კანონი არ არსებობს, ამიტომ მე მას ვუსურვებ ყველაზე საყვარელის დაკარგვას და სისხლის გაწყალებას, ტანჯვას... იცოდეს, რომ მან უდანაშაულო ადამიანს ესროლა და არა მარტო ძაღლს."
სამწუხაროდ გრძელდება ადამიანის მიერ ცხოველისადმი სისასტიკე.....
ცხოველისადმი სასტიკი დამოკიდებულება საქართველოში უკვე საგანგაშო შედეგებს იწვევს!
"ჩორნა" მოკლეს!!!