GSPSA

ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს ცხოველების სოფელს ეწვივნენ

12 ივნისი 2022

2022 წლის 27 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს  არსებული ცხოველების სოფელს (მცხეთა, სოფ. წილკანი) საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი.

ახალგაზრდები  გაეცნენ GSPSA-ს  საქმიანობას,  ცხოველების სოფლის მისიას და  ცხოველების ისტორიებს.  მიუალერსეს აქ მაცხოვრებელ ძაღლებს და კატებს.  სტუმრებმა საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ცხოველებისთვის ორგანიზაციას გადასცეს დიდი რაოდენობის საკვები.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არის პირველი ვიზიტი   GSPSA-ს  სოფელში საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში.

GSPSA მადლობას უხდის ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექციას, სკოლის მოსწავლეებს და პირადად პედაგოგ მარიამ ბირთველაშვილს.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram