GSPSA

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კიდევ ერთი ძაღლი დაჭრეს

11 მარტი 2018

2018 წლის 10 მარტს შეტყობინების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ცხოველთა თავშესაფარში მიღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრილი მიუსაფარი ძაღლი.

თავშესაფრის ვეტერინარული სამსახურის მიერ ცხოველს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაზიანების სიმძიმე მდგომარეობს ძირითადად თავის არეში გემატომის არსებობით, რომლის დამუშავებაც მოხდა.

სააგენტოს მიერ მოხდა პოლიციის გამოძახება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ძაღლს დაზიანებები მიყენებული აქვს საფანტით, რის გამოც სავარაუდოთ ვერ მოხერხდება ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება.

11 მარტის დილის ინფორმაციით ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

GSPSA მადლობას მოახსენებს სააგენტოს ცხოველის ამ ეტაპზე გადარჩენისათვის.

 

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველის სისასტიკის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram