GSPSA

კუპერი - მეტისი, ხვადი

16 მარტი 2018

ჯიში – მეტისი
სახელი – კუპერი
სქესი – ხვადი
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი
დაბადების თარიღი – 2015
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: ამპუტირებული წინა კიდური,  რაც საჭირო გახდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო.
თავშესაფარში მიღების თარიღი:  14.03.2018

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ჯანმრთელი
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მხოლოდ მზრუნველ პატრონზე

შემოწირულობა

2018 წლის 8 მარტს "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" შევიდა განცხადება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლის შესახებ. ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ბრიგადა და ძაღლი გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, სამწუხაროდ წინა კიდურის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. 2018 წლის 14 მარტს ძაღლი გადმოყვანილ იქნა "საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების" ტრავმირებულ ცხოველთა თავშესაფარში. კუპერი სრულიად ჯანმრთელი ძაღლია, ის ძალიან მოსიყვარულე, ჭკვიანი და მეგობრული ძაღლია. მიუხედავად თავისი ნაკლისა ის არ კარგავს იმედს რომ იპოვის მზრუნველ პატრონს.

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას - 14.03.2018

 

  

კუპერის სხვადასხვა სურათები:

   


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/

 

შემოწირულობა

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram