
სახელი: კინტო
ჯიში: მეტისი
სქესი: ძუ
დაბადების თარიღი: 2023
იდენტიფიცატორი:
ხასიათი: თვინიერი, მხიარული, ჭკვიანი, დამჯერი, მეგობრული.
მიღების მიზეზი:
მიღების თარიღი: 9 მაისი, 2023
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი (04.10.2023 მდგომარეობით)
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში, მზად გაჩუქებისთვის
გაჩუქების პირობები: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მფლობელი ცხოველს მაღალი დონის ცხოვების პირობებს შესთავაზებს. ძაღლი მიჩვეულია გარეთ ცხოვრებას. სასურველია კერძო სახლი ეზოთი.
ისტორია
ცხოველების სოფელ "რიჩი"-სთან ახლოს, დაუსახლებელ ადგილას, უცნობმა პირმა(ებმა) დატოვეს ლეკვი. ამის შესახებ შეატყობინეს GSPSA-ს გუნდის წევრებს. გუნდი ათვალიერებდა მიმდებარე ტერიტორიებს და ეძებდა ლეკვს. ერთი თვის შემდეგ საბოლოოდ მოხერხდა ლეკვის პოვნა. საკვების ნაკლებობის გამო ლეკვს ქონდა განვითარებული კიდურების რაქიტი. სამკურნალოდ დაენიშნა კვება მხოლოდ ხორცით და ერთ თვეში განიკურნა. ეხლა სამ ძაღლთან ერთად ცხვრობს ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში.


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა
თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს: