2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ".
კანონის მიზნები და ამოცანებია: შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი/კატა) მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან, შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან, ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, მაგრამ კანონში მითითითებული მუხლების ამოქმედება განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრიდან და 2028 წლის 1 ივლისიდან.
კანონში განსაკუთრებით საყურადღებოა მე-19 მუხლი - ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა, რომლის თანახმად დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა: ცხოველის ცემა, მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის, ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა და სხვა.
ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში და კანონი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - „მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა
1. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ოთხ წლამდე.
3. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ცვლილებების მიხედვით, კანონით აკრძალული ხდება:
შინაური ცხოველი მიტოვება/მიკედლება:
შინაური ცხოველების აცრა/კასტრაცია:
შინაური ცხოველებით გადაადგილება საჯარო სივრცეში:
შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე დაისჯება 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმით. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა ცხოველების კონფისკაციას გამოიწვევს. ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან ჩატარება ფიზიკური პირის დაჯარიმებს 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მიხედვით,
ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე.
ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.
მეპატრონემ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
მეპატრონე, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
მეპატრონე, რომლის ცხოველიც სტერილიზებული ან კასტრირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.