GSPSA

ნუცა - მეტისი, ძუ

2 დეკემბერი 2024

სახელი: ნუცა
ჯიში:
 მეტისი
სქესი: ძუ
დაბადების თარიღი: თებერვალი, 2023 (სავარაუდო)
იდენტიფიკატორი: 
ხასიათი:
  მეგობრული, უპრობლემო.
მიღების მიზეზი: ტრავმა - მენჯის ძვლის და წინა კიდურის მოტეხილობა.
მიღების თარიღი: აგვისტო 2024  - თბილისი.
ბინადრობის ლოკაცია: თბილისი, GSPSA.
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, ვაქცინირებული, სტერილიზირებული
სტატუსი: GSPSA-ს დროებით მფარველობაში, მზად გაჩუქებისთვის.
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მფლობელი ცხოველს მაღალი დონის ცხოვრების პირობებს შესთავაზებს. ძაღლი მიჩვეულია გარეთ ცხოვრებას. სასურველია კერძო სახლი ეზოთი. გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად იცხოვრებს მეგობარი ძაღლი.

დამატებითი პირობები: თუ გამოჩნდება მსურველი, რომელიც გახდება "ნუცას" დისტანციური პატრონი, ამ შემთხვევაში ნუცა გადავა ცხოველების სოფელ "რიჩი"-ში მუდმივი ბინადრობის სტატუსით.
დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

ისტორია

"ნუცა" - ასე დავარქვით ძაღლს, რომელიც ქუჩაში დაიბადა და იყო მიუსაფარი ძაღლი. ის თბილისის ქუჩაში ცხოვრობდა. 2024 წლის აგვისტოში მას მანქანა დაეჯახა და მიიმალა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. მოქალაქეების დახმარებით ის გადაყვანილი იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მოხდა მისი პირველადი ვეტერინარული დახმარება. ძაღლს დაუდგინდა მენჯის ძვლის და წინა კიდურის მოტეხილობები.

2024 წლის 14 აგვისტოს ძაღლი გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს თბილისის ოფისში. ვეტერინარისა და ორგანიზაციის თავმჯდომარის ძალისხმევით "ნუცა" გამოჯანმრთელებულია.

"ნუცა" ამ ეტაპზე ბინადრობს ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ოფისში.

"ნუცას" მიკედლებულ ტერიტოერიაზე - ქუჩაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ცხოვრობდა ტრასასთან ახლოს და რისკია მისი იქ ცხოვრების გაგრძელება.

ნუცა არის ძალიან კარგი ხასიათის, მეგობრული, დამჯერე და ჭკვიანი, არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა 

თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს:

შემოწირულობა

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram