საქართველოში ყოველდღიურად ათასობით მიუსაფარი (უპატრონო) ძაღლი და კატა იბრძვის გადარჩენისთვის რეგულარული საკვებისა და მოვლის გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა დავეხმაროთ მათ.
ჩვენ გვჯერა, რომ არც ერთი ცხოველი არ უნდა იყოს მშიერი. ადგილობრივი კვების პროგრამების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გულკეთილი მოხალისეებისა და დონორების მხარდაჭერით, წლების მანძილზე ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიუსაფარმა ცხოველებმა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მიიღონ საჭირო საზრდო.
თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მიზნობრივად ფინასურად ან ნივთობრივად (საკვების სახით) მიუსაფარი ცხოველებისთვის.
GSPSA-ს თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე, წლების მანძილზე ყოველდღიურად ათეულ მიუსაფარ ცხოველს აწვდის საკვებს. ისინი მას ყოველდღე ელოდებიან და სიხარულით ხვდებიან თავის მზრუნველს.
✨ ეს მოძრაობა იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ პატარა სოფელში, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ამ მოძრაობის ნაწილი. ცხოველებისთვის საკვების ნებისმიერი ოდენობა, ყოველი მოხალისეობრივი საათი, ყოველი მცირე შემოწირულობა მშიერი ცხოველის გამოკვებას უწყობს ხელს და ერთი ნაბიჯით გვაახლოებს კეთილ სამყაროსთან.
🐾 შემოგვიერთდით და დაეხმარეთ მიუსაფარ ცხოველებს ღირსეულად იცხოვრონ.
თუ თქვენ არ გაქვთ მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების მიწოდების ფიზიკური შესაძლებლობა, თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ განახორციელოთ შემოწირულობა ( ფინანსური ან საკვების ფორმით), ხოლო ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ყოველდღიურად საკვებს მიაწვდიან მიუსაფარ ცხოველებს.
ამ თემასთან დაკავშირებით: