GSPSA

GSPSA-ს თავმჯდომარის, თეიმურაზ წიქორიძის მიმართულებით მოხდა გასროლა

19 იანვარი 2024

2024 წლის 12 იანვარს, 16:30 საათზე,  ცხოველების სოფელ „რიჩი“-ს ტერიტორიაზე (მცხეთა, სოფ. წილკანი), როდესაც GSPSA-ს თავმჯდომარე, თეიმურაზ წიქორიძე მართავდა ორგანიზაციის მანქანას, მისი მიმართულებით მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

გასროლილი ტყვია მოხვდა მანქანის კარკასულ ნაწილს (წინა და გვერდითა შუშების გამყოფ კონსტრუქციას) და გაეჭედა ლითონში. რომ არა ეს ლითონის კონსტრუქცია, ტყვია მოხვდებოდა მძღოლს თავის არეში. ტყვიამ დააზიანა მანქანის კონსტუქცუია და წინა საქარე მინა.

ცხოველების სოფელში მყოფი ადამიანები და ცხოველები გასროლის შედეგად არ არიან დაზიანებულები.

ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მყისიერ დათვალიერებული იქნა ცხოველების სოფლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არავინ აღმოჩნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სროლა განხორციელდა ცხოველების სოფლის ტერიტორიიდან დაახლოებით 200-300 მეტრიდან, სადაც არსებობს რამოდენიმე ნაგებობა.

გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიულად მიაკვლიეს და დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, პოლიციის განყოფილებიდან იმავე დღევე გაანთავისუფლეს.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია არ აქვეყნებს გასროლასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება.

თეიმურაზ წიქორიძის მიმართულებით გასროლა მოხდა ან დაუდევრობით (იარაღის შენახვის წესების დაღვევა, უმისამართოდ სროლა, შემთხვევით გასროლა და ა.შ), ან მიზანმიმართლად, მოკვლის მიზნით, რაზედაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

GSPSA-ს მიაჩნია, რომ თუ ეს იყო კონკრეტულად ორგანიზაციის თავმჯდომარის მოკვლის მცდელობა, ეს მხოლოდ ცხოველთა დაცვის საქმიანობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

GSPSA მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და შესაბამის უწყებებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მიეცეს სამართებლივი შეფასება, მოხდეს დროული და ობიექტური გამოძიება და კანონის თანახმად დაისაჯოს დამნაშავე.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram