
სახელი: ტაიგერი
ჯიში: მეტისი (კავკასიური ნაგაზის მეტისი)
სქესი: ხვადი
დაბადების თარიღი: ივლისი, 2023 (სავარაუდო)
იდენტიფიკატორი: მიკროჩიპი
ხასიათი: ხალისიანი, მეგობრული, ჭკვიანი, უპრობლემო, დამჯერე
მიღების მიზეზი: უკანა კიდურების დასახიჩრება ავტოსაშუალების დაჯახების შედეგად და უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა
მიღების თარიღი: GSPSA -ოქტომბერი, 2023. ცხოველების სოფელი "რიჩი"-ში - დეკემბერი 2023 წ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი ( 2023 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით)
სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში, მზად გაჩუქებისთვის
გაჩუქების პირობები: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მფლობელი ცხოველს მაღალი დონის ცხოვრების პირობებს შესთავაზებს. ძაღლი მიჩვეულია გარეთ ცხოვრებას. სასურველია კერძო სახლი ეზოთი. გაჩუქდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად იცხოვრებს მეგობარი ძაღლი.
"ტაიგერი", რომელიც დაახლოებით 4 თვის იყო GSPSA-ს წევრებმა აღმოაჩინეს საავტომობილო ტრასის ახლოს დაზიანებულ მდგომარეობაში. ტრავმის ხარისხიდან გამომდინარე დაადგინეს, რომ მას მანქანამ გადაუარა უკანა კიდურებზე. ტაიგერს ორივე ფეხის ძვლები დამტვრეული ჰქონდა. 2 თვის განმავლობაში ლეკვზე მზრუნველობამ და მკურნალობამ შედეგი გამოიღო. მას უკვე საერთოდ აღარ ეტყობა ფეხების ტრავმა.

ტაიგერი არის იმ ძაღლის შვილი, რომელიც პატრონმა ლეკვებთან ერთად ქუჩაში გამოაგდო. GSPSA-ს წევრები მათზე ზრუნავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ტაიგერის ტრავმის შემდეგ ისინი მიჩვეული ადგილიდან გაქრნენ და ძებნამ შედეგი ვერ მოიტანა.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2023 წლის დეკემბერში ტაიგერი გახდა ცხოველების სოფლის ბინადარი და ის ბედნიერია. წარსულს ჩაბარდა ქუჩაში მაწანწალად ცხოვრება და შიმშილი.
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, შეგიძლიათ გახდეთ დისტანციური პატრონი. დეტალები იხილეთ აქ - დისტანციური პატრონაჟის პროგრამა
თუ გსურთ ფინანსურად დაეხმაროთ GSPSA-ს, დააჭირეთ ღილაკს: